Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებებზე ინფორმაციას ავრცელებს

მარშალ პრესი 19/02/2025
state dept - saxelmcipo departamenti

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„პრეზიდენტ ტრამპს სურს, შეაჩეროს მკვლელობები; შეერთებულ შტატებს სურს მშვიდობა და იყენებს თავის ძალას მსოფლიოში ქვეყნების გასაერთიანებლად. პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ლიდერია მსოფლიოში, ვისაც შეუძლია, უკრაინა და რუსეთი ამაზე დათანხმებას აიძულოს.

ჩვენ შევთანხმდით:

დავაარსოთ საკონსულტაციო მექანიზმი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების მოსაგვარებლად, რათა გადავდგათ აუცილებელი ნაბიჯები ჩვენი შესაბამისი დიპლომატიური მისიების ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად.

დავნიშნოთ შესაბამისი მაღალი დონის გუნდები, რომლებიც დაიწყებენ მუშაობას უკრაინაში კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების გზაზე ისე, რომ ეს იყოს მდგრადი, სიცოცხლისუნარიანი და მისაღები ყველა მხარისთვის.

მოვამზადოთ საფუძველი მომავალი თანამშრომლობისთვის ორმხრივი გეოპოლიტიკური ინტერესების საკითხებში და ისტორიული ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობებისთვის, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის წარმატებული დასრულების შედეგად გაჩნდება.

დღევანდელი შეხვედრების მხარეები პირობას დებენ, რომ დარჩებიან ჩართული პროცესის დროული და პროდუქტიული წინსვლის უზრუნველსაყოფად.

ერთი სატელეფონო ზარი და ერთი შეხვედრა არ არის საკმარისი მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და დღეს გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სურთ, მადლობა გადაუხადონ საუდის არაბეთის სამეფოს მასპინძლობისთვის, პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდის ხელმძღვანელობით.

Post navigation

Previous: არ მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ნარატივი მცდარია. მე ბევრ რაღაცაში ვეთანხმები მაგ ნარატივს. ფუნდამენტური ნარატივი, რაზეც მე მგონი „ოცნება“ დგას და რატომაც მას ამდენი ხალხი უჭერს მხარს, სწორია
Next: როგორც კი ძლიერი ლიდერი გამოჩნდება, რომლისთვისაც ამოსავალ წერტილს ქვეყნის ინტერესები წარმოადგენს, მისი დისკრედიტაციის მცდელობა იწყება, რათა მისი მიღწევები იაფფასიანი, მდარე შავი პიარით იქნას გადაფარული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.