Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბევრი გზააბნეულია შემოჩვეული საქართველოს უცხოეთიდან, დარწმუნებული ვარ, ტერიე ჰელანდი ხელფასზე ზის და დავალებაა ქართველი ხალხის ლანძღვა

მარშალ პრესი 18/02/2025
SHALVA PAPUASHVILI

ძალიან ბევრი გზააბნეული ადამიანი არის შემოჩვეული საქართველოს უცხოეთიდან და თავის სერვისებს სთავაზობს სხვადასხვა დამკვეთს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივად ზის ხელფასზე და მისი დავალებაა რაღაც ასეთი გრძელ-გრძელი ტექსტების წერა, ქართველი ხალხის ლანძღვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპული სამეზობლო საბჭოს (ENC) მრჩეველის, ტერიე ჰელანდის განცხადებაზე, სადაც ჰელანდმა აღნიშნა: „აშშ აღარ არის სანდო პარტნიორი ევროპისთვის, ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველო არის ბრძოლის ველი, საიდანაც ჩვენ ვიწყებთ“.

„ბევრი გვყავს შემოჩვეული – ზოგი უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრია. გვლანძღავენ, ეკლესიას გვილანძღავენ, მოდიან, მიტინგებს გვიტარებენ მინისტრები და ასე შემდეგ. ასეთი ქცევა რომ ახასიათებს ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს, იმიტომაც აღმოჩნდნენ ისეთ მდგომარეობაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, როდესაც აშშ-ის წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ სერიოზულ საქმეებს სერიოზული ხალხი უნდა წყვეტდეს. სერიოზული საქმეები ზოგიერთი თავქარიანი ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს. ძალიან მივესალმებით, რომ ესეც ასე ცხადად გამოჩნდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ბევრი ასეთი თავქარიანი ევროპელი პოლიტიკოსი იყო შემოჩვეული საქართველოს და ზოგიერთი დღემდეა შემოჩვეული. მოვლენა არ ხდება საქართველოში, რომ მათი ღრმად არაკომპეტენტური აზრი არ მოგვახსენონ ხოლმე სხვადასხვა განცხადების სახით. დღეგამოშვებით ხან რომელ ტელევიზიას ერთვებიან, ხან რომელს.

არამკითხე მოამბეებივით ეჩრებიან ქართული საზოგადოების ცხოვრებაში. ჩვენ მათ არ ვაწუხებთ, მათი საზოგადოების ცხოვრებაში არ ვერევით. ეს არის სუვერენიტეტის პატივისცემა, ამიტომ ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს სუვერენიტეტს. სხვათა შორის, ამ დღეებში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ არჩევნები იმართებოდა და ბევრი განცხადება ვნახეთ, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს უჭერდა მხარს და არ აღიარებდა ამ არჩევნებს. ამისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ სხვა დროსაც მითქვამს და აქაც მინდა, ვთქვა, ყველა ამ უცხოურ უწყებას შევახსენო – დაუფიქრდნენ, რამდენად გულწრფელნი არიან იმ წინადადებაში, რასაც წერენ, იმ სეგმენტში, რასაც ჰქვია სუვერენიტეტის პატივისცემა.

საქართველოს და ქართველი ხალხის სუვერენიტეტის უპატივცემულობაა, რასაც დღეს ზოგიერთი უცხოური ხელისუფლება აკეთებს. პირდაპირ ხელების ფათურია ჩვენს პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ხალხი, რომელმაც ხაჭაპურის იქით საქართველოს შესახებ არაფერი იცის, ზოგი შორიდან ტექსტებით გველაპარაკება, ზოგი აქ ჩამოდის, მიტინგზე დგება და რატომღაც თავს უფლებას აძლევს, ჩაერიოს უცხო ქვეყნის, უცხო საზოგადოების ცხოვრებაში. ქართველი ხალხი არ კადრულობს იმას, რომ ჩაერიოს ესტონელი, ლიეტუველი თუ ჩეხი ხალხების შიდა საზოგადოებრივ საკითხებსა თუ პოლიტიკაში. ამიტომ ნურც ამ ქვეყნების ხელისუფლებების ზოგიერთი წარმომადგენელი ჩაერევა ჩვენს ცხოვრებაში. დათა თუთაშხიას ციტირებას ვერ მოვახდენ, მაგრამ მაინცდამაინც თუ აინტერესებთ, შეუძლიათ, გადაიკითხონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ნებისმიერი პირის მხრიდან კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა, ეს იქნება გამოუცხადებლობა თუ ინფორმაციის გაზიარებაზე უარი, არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და შესაბამისი სანქციაც საკმაოდ მკაცრია
Next: არ მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ნარატივი მცდარია. მე ბევრ რაღაცაში ვეთანხმები მაგ ნარატივს. ფუნდამენტური ნარატივი, რაზეც მე მგონი „ოცნება“ დგას და რატომაც მას ამდენი ხალხი უჭერს მხარს, სწორია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.