Skip to content
09/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართველებს აქამდე გვეგონა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, ერეკლე მეფის და ჩვენი წმინდა გმირების დამსახურება იყო, ამ პატიოსანმა გვამმა კი, USAID-ის დამსახურებააო

მარშალ პრესი 18/02/2025
zurab kadagidze

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ეხმიანება “ილიაუნის” ასოცირებული პროფესორის, მურმან მარგველაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, სახელმწიფო რომ ვართ, ამაში USAID-ის უდიდესი წვლილია.

ქადაგიძის განცხადებით, ქართველებს აქამდე გვეგონა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და თვითმყოფადობა საქართველოს მეფეებისა და გმირების დამსახურება იყო, მარგველაშვილი კი ამას USAID-ს მიაწერს. როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, მურმან მარგველაშვილის მაგალითზე ნათელი ხდება, როგორ ურეცხავენ ტვინს “დიფ სთეითის” პროპაგანდისტები თავიანთ მონებს და აგენტებს. “ჩვენ, ქართველებს, აქამდე გვეგონა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და თვითმყოფადობა ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, ერეკლე მეფის და ჩვენი წმინდა გმირების დამსახურება იყო. აი, ამ პატიოსანმა გვამმა კი USAID-ის დამსახურებააო. დახედეთ ამ კაცს და მიხვდებით, როგორ ურეცხავენ ტვინს “დიფ სთეითის” პროპაგანდისტები თავიანთ მონებს და აგენტებს,” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის პირველი გულშემატკივარი სახელმწიფოა, კარგია, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა – ის ხალხი, რომელიც შეიძლება მას მეგობრობას ეფიცებოდნენ, სინამდვილეში, მის იარაღად გამოყენებას ცდილობდნენ
Next: ნებისმიერი პირის მხრიდან კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა, ეს იქნება გამოუცხადებლობა თუ ინფორმაციის გაზიარებაზე უარი, არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და შესაბამისი სანქციაც საკმაოდ მკაცრია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025