Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ჯუღელი წარმოადგენს რიგით “ნაცს”, რომელსაც რუპორი ტელევიზიები დააკონწიალებენ აქეთ-იქით, ჯუღელი სააკაშვილის ადვოკატია, მისი სანდოობის ხარისხი არის ნულოვანი

მარშალ პრესი 15/02/2025
david matikashvili

დავით ჯუღელი წარმოადგენს ერთ რიგით “ნაცს”, რომელსაც რუპორი ტელევიზიები დააკონწიალებენ აქეთ-იქით და ცდილობენ, ისეთი ინფორმაცია გამოსტყუონ და აჩვენონ საზოგადოებას, რომელიც, თითქოს, საზოგადოების თვალთახედვით რაღაც სკანდალს მოაწყობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, ყოფილ მოსამართლე დავით ჯუღელზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ე.წ. “კაბელების საქმის” ყოფილმა მოსამართლე დავით ჯუღელმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 10 წლის წინ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. მათიკაშვილის თქმით კი, ჯუღელის სიტყვას, რომელიც ამჟამად სააკაშვილის ადვოკატია და “ვივამედში” ინფორმაციები შეაქვს და გამოაქვს, არანაირი სანდოობა არ გააჩნია.

“რეალურად, ჯუღელი არის ჩვეულებრივი “ნაცი”, სააკაშვილის ადვოკატი, რომელიც მაღალი ალბათობით, დაკავებულია იმით, რომ “ვივამედიდან” ინფორმაციები გამოაქვს და შეაქვს სააკაშვილისთვის, მეტი არაფერი. ამ ადამიანის სანდოობის ხარისხი არის ნულოვანი. ასე რომ, რასაც შეძლებენ, “ნაცმოძრაობა” და მათი რუპორები, რომ საზოგადოებას ამცნონ, არის ის, თუ რა დონის დაცვით სარგებლობს სააკაშვილი და როგორც სოფო ჯაფარიძის, ასევე მისი ოჯახის წევრების მეგობრობით გამოირჩევიან ეს ადამიანები. ასე რომ, ბუნებრივია, სანდოობა ამ ადამიანის არანაირ სიტყვას არ გააჩნია.” – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

Post navigation

Previous: “ლელო”-ს შეცვლილი ნარატივი არის ძალიან კარგი ლუსტრაცია იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან არაპრინციპულ, ძალიან სუსტი საფუძვლების მქონე პოლიტიკურ ძალასთან
Next: სააკაშვილის ხელისუფლებამ აგრესორს მოუხაზა ის საზღვრები, რომელზეც მათ, ოკუპაციის შემდეგ, თავისი ძალაუფლება დაამყარეს. რა ჰქვია ამას, თუ არა სამშობლოს ღალატი?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.