Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ლელო”-ს შეცვლილი ნარატივი არის ძალიან კარგი ლუსტრაცია იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან არაპრინციპულ, ძალიან სუსტი საფუძვლების მქონე პოლიტიკურ ძალასთან

მარშალ პრესი 15/02/2025
tornike cheishvili

განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთდა პარტია “ლელოს” წარმომადგენლების მიერ შეიძლება ერთი ქართული ანდაზა გავიხსენოთ “ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადების შესახებ, სადაც ის რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბრობს.

როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, “ლელოს” დღევანდელი შეცვლილი ნარატივი არის ძალიან კარგი ლუსტრაცია იმისა, რომ საქმე გვაქვს ძალიან არაპრინციპულ, ძალიან სუსტი საფუძვლების მქონე პოლიტიკურ ძალასთან.

“ყველას ძალიან კარგად გვახსოვს წინა საარჩევნო პერიოდში ამ პარტიის ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, კერძოდ 9 პუნქტიანი გეგმის ფრიალი, რომელიც ბლანკეტურად ითვალისწინებდა ყველანაირ აკრძალვას- ეს იქნებოდა სავიზო რეჟიმის დაწესება, იქნებოდა გარკვეული საქმიანობების აკრძალვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის და ისიც კი იყო გაცხადებული, რომ რუსულ ნომრიანი მანქანები საქართველოში უნდა აკრძალულიყო.

თუმცა აქ მე მგონი ერთი გარემოება გამორჩათ მხედველობიდან, რომ შეიძლება იმ მანქანაში საქართველოს მოქალაქეც ყოფილიყო. ასე რომ დღევანდელი მათი შეცვლილი ნარატივი რასაკვირველია არის ძალიან კარგი ლუსტრაცია იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან არაპრინციპულ, ძალიან სუსტი საფუძვლების მქონე პოლიტიკურ ძალასთან, ამ შემთხვევაში მაინც ჩვენ უნდა ვისაუბროთ “კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე”, იმიტომ, რომ ჩვენ არაერთხელ გვინახავს ამ თუ სხვა საკითხებზე მათ მიერ შეცვლილი რიტორიკა და ეს კიდევ ერთია მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის ლიდერი საზოგადოების წინაშე წარმოჩნდეს როგორც უაღრესად უპრინციპო სუბიექტი”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

Post navigation

Previous: სასიამოვნო ფაქტია, რომ აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის აბსოლუტური თანხვედრაა არა მხოლოდ ღირებულებით ნაწილში, არამედ პოლიტიკაში, გზავნილებში
Next: დავით ჯუღელი წარმოადგენს რიგით “ნაცს”, რომელსაც რუპორი ტელევიზიები დააკონწიალებენ აქეთ-იქით, ჯუღელი სააკაშვილის ადვოკატია, მისი სანდოობის ხარისხი არის ნულოვანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.