Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტმა მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მკვეთრი ხაზი გაუსვა დიფსთეითის ინტერესებს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ

მარშალ პრესი 13/02/2025
tamta megrelishvili

ევროპარლამენტმა მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მკვეთრი ხაზი გაუსვა დიფსთეითის ინტერესებს საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, მიღებული რეზოლუცია არის დასტური იმისა, რომ დიფ სთეითის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ პოლიტიკურ მარწუხებს, როგორც ამას შეერთებული შტატები დღეს ცდილობს.

„ევროპარლამენტმა მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც, მკვეთრი ხაზი გაუსვა დიფსთეითის ინტერესებს საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. მიღებული რეზოლუცია არის დასტური იმისა, რომ დიფ სთეითის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ პოლიტიკურ მარწუხებს როგორც ამას დონალდ ტრამპით სათავეში ამერიკის შეერთებული შტატები დღეს ცდილობს. ქართული სახელმწიფო პრეზიდენტ ტრამპს და ევროპას უსურვებს პრინციპულ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში და თავის მხრივ მოქმედი ხელისუფლებით სათავეში ყველა ზომას მიიღებს, რომ ქართული სახელმწიფო საერთაშორისო არენაზე სამართლიანი და მიუკერძოებელი პოლიტიკური თვალით აღქმული და დანახული იყოს.

ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა რომ შეუძლებელია ამას ადასტურებს ის ფაქტიც რომ ის ანგარიშგასაწევ ძალად მხოლოდ ქართული ჩარეცხილი ოპოზიციისათვის იქცა და პოლიტიკურად გონიერ თავებში მხოლოდ ღიმილს იწვევს,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: რაც დღეს ევროპარლამენტში ხდება, არის დიდი სირცხვილი – ნინო ფოჩხუა
Next: “დიფ სთეითის” გამართლების კონტექსტში, საქართველოში გერმანიის ელჩი მანიპულატორობს, ევროკავშირმა მოლდოვისთვის დახმარების პაკეტი ახლა კი არ მიიღო, არამედ მაია სანდუს წინასაარჩევნო “დასაბუსტად”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.