Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რაც დღეს ევროპარლამენტში ხდება, არის დიდი სირცხვილი – ნინო ფოჩხუა

მარშალ პრესი 13/02/2025
nino pochkhua

ის რაც დღეს ევროპარლამენტში ხდება, არის დიდი სირცხვილი. ალბათ მოვა დრო და მომავალ ევროპარლამენტს თუ რა თქმა უნდა, მანამდე იარსება და არ დაასრულა “დიფ სთეითმა,” შერცხვება დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობის, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “დიფ სთეითი” ანგრევს ევროკავშირს და იმედია გამონდება ძალა, რომელიც შეაჩერებს “ომის პარტიის” გავლენას ევროპაზე, რაც შეეხება დღეს მიღებულ რეზოლუციას, ექსპერტის თქმით, მისი სერიოზულად აღქმა შეუძლებელია. “ის რაც დღეს ევროპარლამენტში ხდება, არის დიდი სირცხვილი.

ალბათ მოვა დრო და მომავალ ევროპარლამენტს თუ რა თქმა უნდა, მანამდე იარსება და არ დაასრულა “დიფ სთეითმა,” შერცხვება დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობის. “დიფ სთეითი” ანგრევს ევროკავშირს, ნუთუ არ გამოჩნდება ვინმე ჭკვიანი, ვინც შეაჩერებს “ომის პარტიის” გავლენას ევროპაზე. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადებაც ზუსტად ამ თემას შეეხო.

“ქართული ოცნება” ისევე როგორც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უსურვებს გამარჯვებას “დიფ სთეითზე,” ასევე უსურვებს ევროპას გამოფხიზლებას და თავის დაღწევას “დიფ სთეითის” გავლენებისგან. “ქართული ოცნება” ამ ბრძოლაში იდგება პატრიოტი ევროპელების გვერდით. რაც შეეხება დღევანდელ სამარცხვინო რეზოლუციას და მის შემდგენელ ევროპარლამენტარებს, ამის სერიოზულად აღქმა ყოვლად შეუძლებელია.” – წერს ფოჩხუა.

Continue Reading

Previous: დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ გავლენას
Next: ევროპარლამენტმა მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მკვეთრი ხაზი გაუსვა დიფსთეითის ინტერესებს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025