Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აზერბაიჯანში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ალიევთან საუბარი გვქონდა ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის დანიშვნაზე

მარშალ პრესი 12/02/2025
irakli kobakhidze

ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოგზაურობა საქართველოდან აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან საქართველოში, მათ შორის იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ხალხთა შორის ურთიერთობები, ის ტრადიციული მეგობრობა, რომელიც ჩვენ ორ ხალხს აკავშირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის დანიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან ორ ქვეყანას შორის მობილობა გაიზრდება, რაც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ხალხთაშორის ურთიერთობებს.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.

„აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ჩვენ გვქონდა ამ თემაზე საუბარი პრეზიდენტ ალიევთან და მას პირადად მინდა, მადლობა გადავუხადო გულისხმიერებისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ მაღალი მობილობა იყოს ჩვენ ორ ქვეყანას შორის, მეგობარ ქვეყნებს შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ამას აქვს ორმხრივად სასარგებლო დატვირთვა როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოგზაურობა საქართველოდან აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან საქართველოში, მათ შორის იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ხალხთაშორის ურთიერთობები, ის ტრადიციული მეგობრობა, რომელიც ჩვენ ორ ხალხს აკავშირებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ასეთი ავარიის მასშტაბებიდან გამომდინარეც მესმის, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა, თუმცა, ჩვენ ინდივიდუალურად შევისწავლით თუ რატომ ვერ დასრულდა სამუშაო და აღდგენითი პროცესები
Next: ცესკოში 2025 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.