Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ასეთი ავარიის მასშტაბებიდან გამომდინარეც მესმის, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა, თუმცა, ჩვენ ინდივიდუალურად შევისწავლით თუ რატომ ვერ დასრულდა სამუშაო და აღდგენითი პროცესები

მარშალ პრესი 12/02/2025
nino guleishvili1

მიმდინარე კვირა საკმაოდ რთულად დაიწყო თბილისის მოსახლეობისთვის. 9 თებერვალს, გვიან ღამით დაზიანდა თბილისი ენერჯი საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის მილი 500 მმ ბუნებრივი გაზის მილი, რომელიც ერთმანეთს აკავშირებდა საბურთალოსა და გლდანის რაიონებს, ამან გამოიწვია ის, რომ საბურთალოს მხარეს არსებულ 150 ათასზე მეტ აბონენტს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება,-ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა განაცხადა.

გულეიშვილის განცხადებით, როგორც თბილისი ენერჯი განმარტავს, აღნიშნული დაზიანება გამოწვეული იყო გარე ფაქტორით და მათი ბრალეულობა მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდებოდა, თუმცა, ენერგოომბუდსმენის სამსახური ამასთან დაკავშირებით დამატებით მოკვლევას ჩაატარებს.

„როგორც კომპანია განმარტავს, აღნიშნული დაზიანება გამოწვეული იყო გარე ფაქტორით. თავიანთი ბრალეულობა მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდებოდა, თუმცა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით დამატებით მოკვლევას გავაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დაზიანება ძალიან მალე, მეორე დღეს დილიდანვე აღმოფხვრილი იყო, აღდგენითი პროცესები გაჭიანურდა და დღემდე, თბილისის დიდ ნაწილს, დღეის მდგომარეობით 50 ათასამდე აბონენტს მიწოდება აღდგენილი არ აქვთ, რაც ალბათ გამოწვეულია სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობით.

როგორც კომპანია ამასთან დაკავშირებით განმარტავს ბუნებრივი გაზის დაზიანების აღმოფხვრიდან აღდგენის პროცესები არის საკმაოდ რთული, რომელიც დაკავშირებულია ძალიან ბევრი ტექნიკური ჯგუფის მობილიზებასთან. უსაფრთხოების ნორმებიც დასაცავია და ხშირად ერთ კორპუსთან რამდენჯერმე უწევს მობილურ ჯგუფს მისვლა იმისათვის, რომ აღდგენითი პროცესები სრულად და უსაფრთხოდ დასრულდეს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია აკეთებდა განმარტებას, რომ თითქოს გუშინ საღამოს თბილისის მოსახლეობისთვის აღდგენა უნდა დასრულებულიყო, სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, აღდგენითი პროცესები დასრულებული არ არის.

ასევე, კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონკრეტული უბნები დასრულდა, თუმცა, ცალკეული უბნებიდან და კორპუსებიდან მაინც შემოდის ჩვენთან შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ქუჩას კი მიეწოდება ბუნებრივი გაზი, მაგრამ რომელიღაც კორპუსები მაინც არის დარჩენილი ბუნებრივი გაზის გარეშე.

ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით მინდა განმარტება გავაკეთო, რომ ჩვენ გადავამოწმეთ და თითოეულ ასეთ შემთხვევას კომპანიას ინდივიდუალურად ვაწოდებთ. კომპანია ამბობს, რომ თუ რაიმე კორპუსი არის დარჩენილი, ან კორპუსში სადარბაზოებია შეიძლება დარჩენილი, ეს არის შეიძლება გამოწვეული იმით, რომ აღნიშნულ კორპუსში ვერ მოხერხდა აღდგენითი სამუშაოების ჩატარება არსებული წნევის ვარდნის ან იქ არსებული დგარების მდგომარეობიდან გამომდინარე და სრულად ამიტომაც არ მოხდა აღდგენა. თუმცა, ჩვენ ამას ინდივიდუალურად შევისწავლით. ვნახავთ, რატომ მოხდა, რომ ვერ მოხერხდა თუნდაც დღემდე, ასეთი ავარიის მასშტაბებიდან გამომდინარეც მესმის, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა, მაგრამ ვერ დასრულდა სამუშაო და აღდგენითი პროცესები,“- განაცხადა ნინო გულეიშვილმა.

Post navigation

Previous: თბილისი ენერჯი ნამდვილად არ იყო მზად ასეთი დიდი მასშტაბებისთვის – 150 000 აბონენტისთვის მიწოდების შეწყვეტა და აღდგენის პროცესი არის რთული, მაგრამ ფაქტია, რომ საჭირო რაოდენობის თანამშრომელი არ ჰყავთ იმისათვის, რომ მოხდეს მიწოდების სრულად აღდგენა
Next: აზერბაიჯანში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ალიევთან საუბარი გვქონდა ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის დანიშვნაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.