Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზელენსკის ოჯახმა მილიონები იშოვა უკრაინის დანგრევის ხარჯზე და გმირად გამოაცხადეს, ხოლო, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობისთვის ყველაფერი დათმო და დემოკრატიის მტრად აცხადებენ

მარშალ პრესი 12/02/2025
zurab kadagidze

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება ევროპარლამენტართა მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე მსჯელობას. ქადაგიძის თქმით, ზელენსკის ოჯახმა და გარემოცვამ მილიონები იშოვა, საკუთარი მოქალაქეების გვამებისა და უკრაინის დანგრევის ხარჯზე, აღნიშნულმა ევროპარლამენტარებმა კი, ისინი გმირებად გამოაცხადეს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საქართველოს მშვიდობისთვის ყველაფერი დათმო დემოკრატიის მტრად აცხადებენ.

„ევროპარლამენტარები იმსჯელებენ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზეო… ესენი ხომ იცით, რომლები არიან? – ზელენსკის ოჯახმა და გარემოცვამ მილიონები იშოვა, კაპიტალი დააგროვა, საკუთარი მოქალაქეების გვამების, უკრაინის დანგრევის ხარჯზე და გმირად რომ გამოაცხადეს… ხოლო, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობისთვის, ყველაფერი დათმო, ყოველდღიურად ავიწროებენ, ემუქრებიან, საკუთარი კაპიტალზე წვდომა შეუზღუდეს, მაგრამ პოზიციას არასდროს შეიცვლის, საკუთარ კეთილდღეობას, ქართველების სიცოცხლის ხარჯზე არ მოიწყობს და დემოკრატიის მტრად აცხადებენ… მოკლედ, ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმის” ეკრანიზაციას აწყობენ, ჯორჯ სოროსის “პროდიუსინგით”,’- წერს ქადაგიძე.

Post navigation

Previous: არსებითად, ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირზე, მტკიცედ მივყვებით ქვეყნის განვითარების და რეფორმების გატარების გზას, ქვეყანა კიდევ უფრო დიდ პროგრესს მიაღწევს
Next: ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავად უპასუხა, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის ყველა შეკითხვას, უფრო მეტიც, უპასუხა შეკითხვებს, რომელიც თავისი შინაარსით იყო განსარიდებელი, ამიტომ, განმარტებები, რაც ბრალდებულმა ბაჩიაშვილმა გააკეთა, იყო სიცრუე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.