Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არსებითად, ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირზე, მტკიცედ მივყვებით ქვეყნის განვითარების და რეფორმების გატარების გზას, ქვეყანა კიდევ უფრო დიდ პროგრესს მიაღწევს

მარშალ პრესი 12/02/2025
irakli kobakhidze

საქართველოში ძალიან სტაბილური სიტუაცია გვაქვს. ქვეყანა იზრდება ეკონომიკურად და ბევრი სხვა მიმართულებითაც. ჩვენ ურყევად მივყვებით ქვეყნის განვითარების გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, PhoenixTV-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არსებითად, ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებებისთვის.

„ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირზე. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ მივყვებით ქვეყნის განვითარების და რეფორმების გატარების გზას. ასე რომ, ქვეყანა კიდევ უფრო დიდ პროგრესს მიაღწევს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელია თუ არა, კიდევ 4 წელი დაიცადოს ქვეყანამ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია ევროკავშირზე.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ ევროკავშირი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის ჩვენს ინტერესებში. მოდით, დაველოდოთ და ვნახოთ, რა მიდგომას აირჩევს ევროკავშირი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: აუცილებელია საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ნების შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა
Next: ზელენსკის ოჯახმა მილიონები იშოვა უკრაინის დანგრევის ხარჯზე და გმირად გამოაცხადეს, ხოლო, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობისთვის ყველაფერი დათმო და დემოკრატიის მტრად აცხადებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.