Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველა ის დეტალი, რომელიც იქნება საგამოძიებო კომისიის მიერ შეკრული და შესაბამისად წარდგენილი საქართველოს პარლამენტისთვის, შემდეგ რეკომენდაციების სახით გაეგზავნება ყველა რელევანტურ კონსტიტუციურ ორგანოს

მარშალ პრესი 11/02/2025
archil gorduladze

შედეგი, რა თქმა უნდა, იქნება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, რომელიც მძვინვარებდა 2003-2012 წლებში სამართლებრივადაც თავისი სახელი დაერქმევა,- ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნას, სადაც კომისიის პერსონალური შემადგენლობა გაირკვა.

გორდულაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი შედეგები შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება.

„ყველა ის დეტალი, რომელიც იქნება საგამოძიებო კომისიის მიერ შეკრული და შესაბამისად წარდგენილი საქართველოს პარლამენტისთვის, შემდეგ რეკომენდაციების სახით გაეგზავნება ყველა რელევანტურ კონსტიტუციურ ორგანოს და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში იქნება სახელდებული ის მავნებლობა, მოღალატეობა და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც ასე უხვად იყო 2003-2012 წლებში,“- განაცხადა გორდულაძემ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ არა ერთეული ადამიანები, არამედ მთლიანად რეჟიმი გასამართლდეს საჭიროა, ზუსტად რომ ის მექანიზმი იყოს ამუშავებული, რომელსაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ჰქვია.

„ჩვენ ვიცით, მაგალითად, კეზერაშვილი იქნება თუ ადეიშვილი, როგორ დასეირნობენ სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ფორუმებში და ღონისძიებებში, რაც კიდევ ერთხელ, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნისათვის. ამავდროულად იმისთვის, რომ არა ერთეული ადამიანები, არამედ, მთლიანად რეჟიმი გასამართლდეს ამისთვის არის საჭირო, ზუსტად რომ ის მექანიზმი იყოს ამუშავებული, რომელსაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ჰქვია,“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Continue Reading

Previous: გაბიტაშვილთან დაკავშირებით ინციდენტზე დილით გავიგე, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ოპოზიციას მოვუწოდებ, სპეკულაციას თავი დაანებოს
Next: „ზელენსკის “ფან-კლუბი” ახლა მაინც თუ ხვდებით, რამხელა უბედურებას გადაურჩა საქართველო?!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025