Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გაბიტაშვილთან დაკავშირებით ინციდენტზე დილით გავიგე, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ოპოზიციას მოვუწოდებ, სპეკულაციას თავი დაანებოს

მარშალ პრესი 11/02/2025
irakli zarkua

გაბიტაშვილთან დაკავშირებით ინციდენტზე დილით გავიგე, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. ოპოზიციას მოვუწოდებ, სპეკულაციას თავი დაანებონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, მომხდარს გამოძიება დაადგენს.

„მომხდარი ინციდენტის თაობაზე დილით გავიგე. ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება ამ პიროვნებას, ვინმეს თუ ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია. როცა დააშავა და არასწორად მოიქცა, არ მომრიდებია, პასუხი გამეცა ღიად, საჯაროდ, კამერებთან, იქ, სადაც უამრავი ადამიანი იყო. როცა ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფაა, მომავალშიც ასე ვიზამ. ამის შემდეგ ერთმანეთთან ვისაუბრეთ, მან დააფიქსირა პოზიცია. გაგებით მოვეკიდე და მგონია, რომ არცერთმა ახალგაზრდამ ამ უსამშობლოების სექტას თავი არ უნდა გამოაყენებინოს. თემა ამით დამთავრდა.

საცოდაობაა გარკვეული ჯგუფების მცდელობა, ამ თემით ქულები დაიწერონ. რაიმე ეჭვი თუ არსებობს, აგერ არის პოლიცია და არ გაუჭირდება ჩივილი. თუ დამიბარებენ, იმავე ჩვენებას მივცემ, რა ჩვენებაც მივეცი აბუ დაბიში, როცა გამოძიება მიმდინარეობდა. ოპოზიციას მოვუწოდებ, ამ თემით სპეკულაციას თავი დაანებონ და თავის გაჭირვებულ თავს მიხედონ, მიტინგებზე დაცვის გარეშე რომ ვერ დადიან და ამ ახალგაზრდებს იყენებენ.

ეს ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევა – შეიძლება იყო მისი მეზობელი, ყოფილი მეგობარი, ვისაც მან შეურაცხყოფა მიაყენა. ნიღბით იყვნენ თუ უნიღბოდ, მომხდარს გამოძიება დაადგენს და თუ მახსენებს, მივალ და ჩვენებას მივცემ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, აბუ დაბის ინციდენტის მონაწილე ლაშა გაბიტაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. შსს-ს ინფორმაციით, ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.

Continue Reading

Previous: როდესაც ვსაუბრობდით, რომ კონკრეტული დონორები ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას აფინანსებენ და ამაზე არანაირი განცხადება არ კეთდება, ეს გვიჩენს ვარაუდს, რომ ზუსტად დონორების ინტერესშია, ეს ქმედებები იყოს განხორციელებული
Next: ყველა ის დეტალი, რომელიც იქნება საგამოძიებო კომისიის მიერ შეკრული და შესაბამისად წარდგენილი საქართველოს პარლამენტისთვის, შემდეგ რეკომენდაციების სახით გაეგზავნება ყველა რელევანტურ კონსტიტუციურ ორგანოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025