Skip to content
24/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„გამჭვირვალობის კანონში“ საუბარი არ არის რაიმეს შეზღუდვაზე, საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე, მაგრამ იყო უზარმაზარი თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე, რადგან ზოგს სურდა ამ ქვეყანაში რევოლუციების დაფინანსება ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე

მარშალ პრესი 11/02/2025
irakli kobakhidze2

„გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, ძალიან მარტივია.

ერთადერთი ვალდებულება, რაც ამ კანონში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, არის წლიური ფინანსური დეკლარაციების წარდგენა იუსტიციის სამინისტროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და მფლობელმა როჯერ კოპელმა ჩაწერა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანონში საუბარი არ არის რაიმეს შეზღუდვაზე.

„კანონში არის უბრალოდ ადმინისტრაციული ჯარიმები, მხოლოდ ფინანსური ჯარიმები, რომლებიც დაწესებულია ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. საუბარი არ არის რაიმე შეზღუდვაზე, ამიტომ ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ არსებობს.

საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე. ზოგჯერ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ.

ეს არც კი არის კანონი რევოლუციების წინააღმდეგ. თუ ვინმეს უცხოეთიდან სურს საქართველოში რევოლუციის მოწყობა, კიბატონო, მაგრამ გთხოვთ, გახადოთ ეს გამჭვირვალე ქართული საზოგადოებისთვის.

როცა ვინმე აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოეთიდან და როცა ეს არასამთავრობო ორგანიზაციები უშუალოდ არიან ჩართულნი ქართულ პოლიტიკაში, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად, შესაბამისი ფონდები უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე. ეს არის ერთადერთი, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ და რაც ასახული გვაქვს კანონში გამჭვირვალობის შესახებ, მაგრამ იყო უზარმაზარი თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე, რადგან ზოგს სურდა ამ ქვეყანაში რევოლუციების დაფინანსება ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მსოფლიო მთავრობათა სამიტი არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი, დღის წესრიგშია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც ეკონომიკური, ისე სხვადასხვა ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით
Next: ჩვენს ირგვლივ ზოგიერთი დაინტერესებული მხარე ცდილობს, დაუპირისპირდეს ჩვენს სუვერენიტეტს,ჩვენ ვართ ორიენტირებულები ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.