Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მსოფლიო მთავრობათა სამიტი არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი, დღის წესრიგშია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც ეკონომიკური, ისე სხვადასხვა ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით

მარშალ პრესი 11/02/2025
maka bochorishvili

მსოფლიო მთავრობათა სამიტი არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

საქართველოს მთავრობის მეთაური მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც, 11-13 თებერვალს, არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში მასპინძლობს.

„საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობენ ამ შეხვედრებში და მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მონაწილეობა და საქართველოს ხმის გაჟღერება აღნიშნული სამიტის ფარგლებში, ასევე ორმხრივი შეხვედრების გამართვა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, მაღალი დონის დელეგაციებთან. რა თქმა უნდა, აქცენტი, ძირითადად, კეთდება ეკონომიკურ თემებზე, თუმცა სამიტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ეკონომიკური თემების განხილვით, მის დღის წესრიგშია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც საქართველოსთვის ასევე აქტუალურია, როგორც ეკონომიკური, ისე ზოგადად ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნებთან,“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრს და ქართულ დელეგაციას, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, შეხვედრები ექნება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და ბიზნესჯგუფებთან, განვიხილავთ ბევრ საინვესტიციო პროექტს
Next: „გამჭვირვალობის კანონში“ საუბარი არ არის რაიმეს შეზღუდვაზე, საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე, მაგრამ იყო უზარმაზარი თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე, რადგან ზოგს სურდა ამ ქვეყანაში რევოლუციების დაფინანსება ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.