Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან კობიაშვილი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველა საჭირო დახმარებას უწევს სტუმარი გუნდის წარმომადგენლებს

მარშალ პრესი 11/06/2022
ლევან კობიაშვილი

სამწუხაროა, რომ ჩვენს კოლეგებს – ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციაში ასეთი ფაქტი შეემთხვათ მგზავრობისას, – ამის შესახებ ლევან კობიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დაშავებულ ბულგარეთის დელეგაციის წევრებს კარგად ყოფნას უსურვებს.

„ძალიან ვწუხვარ მომხდარი ინციდენტის გამო. სამწუხაროა, რომ ჩვენს კოლეგებს – ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციაში ასეთი ფაქტი შეემთხვათ მგზავრობისას. ბულგარელი ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი, რომელსაც გუშინ ღამე სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დელეგაციის წევრები თავს კარგად გრძნობენ და ხვალინდელი მატჩისთვის ემზადებიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველა საჭირო დახმარებას უწევს სტუმარი გუნდის წარმომადგენლებს. მინდა, ბულგარეთის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელსა და დელეგაციის წევრს კარგად ყოფნა ვუსურვო, – აღნიშნულია კობიაშვილის განცხადებაში.

თბილისში ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების დელეგაცია ავტოავარიაში მოჰყვა. ინციდენტი 10 ივნისს, საღამოს აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად ბულგარეთის ნაკრების ერთი ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

Continue Reading

Previous: მიხეილ ჩხენკელმა ბათუმში ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების მონაწილეობით სპორტული ფესტივალი გახსნა
Next: თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება მოწოდების სიმაღლეზე, რა ღირებულებებითაც თავის დროზე ევროკავშირი მისმა ფუძემდებლებმა დააფუძნეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025