Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პაატა სალია USAID- ზე: ამ ორგანიზაციას მრავალი კეთილი საქმეც გაუკეთებია, თუმცა საპირწონედ ჩვენ ვხედავთ, რომ არის მნიშვნელოვანი მოქმედებები, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას

მარშალ პრესი 09/02/2025
paata-salia1

ჩვენ ასე ნუ შევხედავთ, რომ USAID- ი მხოლოდ ცუდ რამეს აკეთებდა. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მრავალი წლის განმავლობაში არსებობს ეს ორგანიზაცია და მრავალი კეთილი საქმეც გაუკეთებია, ისევე როგორც საქართველოში ჩვენ გვახსოვს არაერთი პროექტი და დახმარება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ USAID- ზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ხშირ შემთხვევაში ეს იყო დახმარება, რომელიც საქართველოს ბიუჯეტში მიემართებოდა და საქართველოს ხელისუფლება ამ დონორებისგან მიღებულ თანხებს ახმარდა იმ მიზნებს, რისთვისაც ეს იყო განკუთვნილი. ყველა თეთრი არის გამჭვირვალე და საქართველოს მოსახლეობამ მიიღო ეს სიკეთეები.

აქ საპირწონეზე დგას ის მოქმედებები, რაც ამ პერიოდში გახდა ცნობილი ჩვენთვის. ჩვენ ამას ვვარაუდობდით, ვამბობდით, ვიცოდით, თუმცა უკვე აშშ -ის ხელმძღვანელი პირებისგან, მათ შორის პრეზიდენტისგან, გახდა ცნობილი, რომ ეს ორგანიზაცია იმ კეთილშობილურ მიზნებთან ერთად, რომელსაც ახორციელებდა მნიშვნელოვანწილად, ამ დაფინანსებაში ლომის წილი მოდიოდა სწორედ იმ დაფინანსებაზე, რომელიც ემსახურებოდა სხვადასხვა ქვეყანაში გადატრიალების, ფერადი რევოლუციების დაფინანსებას, მათთვის სასურველი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას და ა.შ.

რა თქმა უნდა, კარგი არის გაკეთებული, თუმცა საპირწონედ ჩვენ ვხედავთ, რომ არის მნიშვნელოვანი მოქმედებები, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის, ისევე როგორც სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და ამიტომ ამის შედარება და ხაზგასმა იმის, რომ მხოლოდ კეთილ საქმეებს აკეთებდა, ამ მოცემულ შემთხვევაში არასწორია“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

Continue Reading

Previous: ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა, ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ყველას, 45 ევროპულ ქვეყანას, გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი – ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში
Next: აქაურ ორგანიზაციებს, რომლებიც ფულად გრანტებს USAID-ისგან იღებდნენ, დახმარება შეუჩერდებათ და შესაბამისად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის რადიკალიზმი, ის მოქმედებები, რასაც ქუჩაში ვხედავთ, ნელ-ნელა ჩაცხრება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025