Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა, ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ყველას, 45 ევროპულ ქვეყანას, გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი – ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში

მარშალ პრესი 09/02/2025
irakli kobakhidze

დღეს ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა. ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ყველას, 45 ევროპულ ქვეყანას, გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი – ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველომ შეასრულა დანაპირები და მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდრა თავი, როგორც ზამთრის სპორტისთვის მიმზიდველმა ქვეყანამ.

„დღეს ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა. ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ყველას, 45 ევროპულ ქვეყანას, გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი – ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში.

საქართველომ შეასრულა დანაპირები და მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდრა თავი, როგორც ზამთრის სპორტისთვის მიმზიდველმა ქვეყანამ. ფესტივალი, რომელშიც 45 ქვეყნის 1000-მდე ათლეტი და 700-ზე მეტი ოფიციალური პირი მონაწილეობს, ამის ნათელი დასტურია. ამით ჩვენ შევუერთდით ევროპული ქვეყნების შვიდეულს, რომლებმაც როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლეს.

ფესტივალისგან რაც შეიძლება მეტი მემკვიდრეობის დატოვება ქვეყნისთვის – ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხედვაა, რაც სრულ თანხვედრაშია ჩვენს ხედვასთან. სწორედ ამიტომ, ფესტივალი სამ ადგილას – ბაკურიანში, ბათუმსა და თბილისში იმართება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბათუმი და თბილისი პირველად მასპინძლობენ ასეთ დიდ შეჯიბრებას და ამით ახლებურად წარმოაჩენენ თავს მსოფლიოს თვალში“, – გნაცხადა პრემიერმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად მთავრობამ ეტაპობრივად ასეულობით მილიონი ლარი გამოყო, ინვესტიცია გათვლილია გრძელვადიან მიზნებზე: სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ზამთრის სპორტული კულტურის პოპულარიზაციაზე
Next: პაატა სალია USAID- ზე: ამ ორგანიზაციას მრავალი კეთილი საქმეც გაუკეთებია, თუმცა საპირწონედ ჩვენ ვხედავთ, რომ არის მნიშვნელოვანი მოქმედებები, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.