Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უსამშობლოთა” გასაგონად: ,,ოცნებამ” ,,ოცნების ქალაქელებს” ოცნება რეალობად უქცია!!!

მარშალ პრესი 08/02/2025
zaal mikeladze

„დიფ სთეითის“ აგენტების ყურით მოსასმენად ვიტყვი: იმ დამადლებული მილიარდებით, რევოლუციების მოწყობის მცდელობის სანაცვლოდ ჩვენი ხალხის სასიკეთოდ რამე მსგავსი გეკეთებინათ ასე არ დარჩებოდით „ორიენტაცია არეულები“ და „გასკანდალებულები“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე, რითაც ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყებას ეხმიანება.

მისივე თქმით, ქვეყნის მშვიდობას და სტაბილურობას ადამიანებისთვის ოცნებების ასრულება მოაქვს. „რა მოაქვს მშვიდობას და სტაბილურობას? – ადამიანური ოცნებების ასრულება!!! 6250 ადამიანს, 1600 ოჯახს, 1785 ბავშვს უსაფრთხო ჭერქვეშ ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემა.

,,უსამშობლოთა” ყურის გასაგონად: ,,ოცნებამ” ,,ოცნების ქალაქელებს” ოცნება რეალობად უქცია!!! მადლობა ხელისუფალს ამ შესაძლებლობისთვის! მადლობა აჭარის მთავრობას ამ კეთილშობილური გადაწყვეტილებისთვის! მადლობა აჭარის ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროების გუნდს, რომელმაც თვეები გაატარა აქ მცხოვრებ თანამოქალაქეებთან ერთად, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებულიყო! ისევ „დიფ სთეითის“ აგენტების ყურით მოსასმენად ვიტყვი: იმ დამადლებული მილიარდებით, რევოლუციების მოწყობის მცდელობის სანაცვლოდ ჩვენი ხალხის სასიკეთოდ რამე მსგავსი გეკეთებინათ ასე არ დარჩებოდით „ორიენტაცია არეულები” და „გასკანდალებულები”. თუმცა თქვენი აშენებული „დევნილთა“ დასახლებებიც გვახსოვს, პირველივე წვიმასა და ქარში უსახურავოდ დარჩენილები და აშენებიდან რამდენიმე თვეში იატაკ ჩავარდნილები. (ალბათ მოვა დრო ამ მავნებლობების გამოსაძიებლადაც). ჩვენ მოვიპოვებთ სიმშვიდეს. შენების ჟამი დაუდგა ჩვენს ქვეყანას,“ – წერს ზაალ მიქელაძე.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გახსნა
Next: სხვადასხვა რჯულის ნაცები ემუქრებოდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კონკრეტული სიმღერებით, სინამდვილეში თვითონ მიიღეს ის, რითაც იმუქრებოდნენ და ეს ასე გაგრძელდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.