Skip to content
09/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გახსნა

მარშალ პრესი 08/02/2025
040

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გახსნა.

მთავრობის მეთაური განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო, ყინულის არენა დაათვალიერა და სპორტსმენებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა დამატებით სტიმულს მისცემს ახალგაზრდებს, ჩაერთონ სპორტში.

„ახლად აშენებული ყინულის სასახლე ბათუმში განკუთვნილია 1500 მაყურებლისთვის. აქ გაიმართება ასევე ახალგაზრდული ზამთრის ფესტივალი, რომელიც დაიწყება ხვალ ყინულის სასახლეში. ეს არის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა მთლიანად ქვეყნისთვის და კონკრეტულად ბათუმისთვის. ბათუმში დაახლოებით 450 ახალგაზრდა არის ჩართული სპორტის ამ სახეობაში და ახალი დარბაზი მისცემს ახალ სტიმულს ბავშვებს, ახალგაზრდებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ სპორტის ამ სახეობაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე დამონტაჟდა სპორტული განათება, ტაბლო და გახმოვანების სისტემები, ტრიბუნები გათვლილია 1500 მაყურებელზე. სპორტულ ობიექტში ფუნქციონირებს საკონფერენციო და ქორეოგრაფიული დარბაზები, მწვრთნელთა და მსაჯთა ოთახები, გასახდელები და სველი წერტილები.
არენა 9 თებერვლიდან 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს. კომპლექსს მომავალი წლიდან ექნება შესაძლებლობა, სრული დატვირთვით უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრებებს ფიგურულ და ციგურებზე მასობრივ სრიალში, ასევე ყინულის და საწყლოსნო სპორტულ სახეობებში.
კომპლექსი ყინულის არენასთან ერთად საცურაო აუზსაც მოიცავს, რომელიც ფუნქციონირებას წლის ბოლომდე დაიწყებს. პროექტის ჯამური ღირებულება 53 943 280 ლარს შეადგენს.

Continue Reading

Previous: სამართლებრივი საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა, ვინმეს თუ უნდა გამოხატოს სინანული, ეს იქნებოდა სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ცდილობენ სამართალდარღვევების წახალისებას, ეს არის უკიდურესად მიუღებელი, ამის მიმართ ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური
Next: უსამშობლოთა” გასაგონად: ,,ოცნებამ” ,,ოცნების ქალაქელებს” ოცნება რეალობად უქცია!!!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025