Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ველით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი. თუ ის მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს

მარშალ პრესი 11/06/2022
თეა წულუკიანი

ველით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი. თუ ის მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

კითხვაზე, უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ის, რაც მისი გადასაწყვეტია.

წულუკიანის თქმით, როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისე ნიკა გვარამია ციხეში ბევრი დანაშაულისთვის ზის და იქ არის, სადაც უნდა იყოს.

„ის ვერ გათავისუფლდება. სანამ ყველა არ მოიხდის იმ სასჯელს, რაც უნდა მოიხადოს. პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ის, რაც მისი გადასაწყვეტია და შემდეგ ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის, ყველა აგებს პასუხს.

შესაძლოა, პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია არ აქვს, ასევე არ აქვს თითქმის, არავითარი ფუნქცია ჩვენს საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება არის 100%-ით მის ხელში. ამიტომ, ველით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი. თუ ის მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს.

ძალიან ბევრი დანაშაულისთვის ზის ციხეში თქვენი ბელადი, მიშა და ასევე ნიკა გვარამიაც ბევრი დანაშაულისთვის ზის ციხეში. ის თუ გვიყურებს, მინდა ვუთხრა, რომ ნამდვილად არის იქ, სადაც უნდა იყოს“, – მიმართა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, თეა წულუკიანმა.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი სპორტის სასახლე დასრულებულია და მზად ვართ „ევრობასკეტს“ ვუმასპინძლოთ
Next: ჯო ბაიდენი: აშშ-ის მონაცემები ცხადყოფდა, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრას აპირებდა – ზელენსკის არ სურდა ამის მოსმენა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025