Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი სპორტის სასახლე დასრულებულია და მზად ვართ „ევრობასკეტს“ ვუმასპინძლოთ

მარშალ პრესი 11/06/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ახალი სპორტის სასახლე დასრულებულია და მზად ვართ, რომ „ევრობასკეტს“ ვუმასპინძლოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, ახლად აშენებული სპორტის სასახლის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მშენებელ კომპანიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კომპანიამ რეკორდულ დროში ააშენა უნიკალური კომპლექსი.

„მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვაცნობო, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, რომ „ევრობასკეტს“ ვუმასპინძლოთ, რომელიც 1-ელ სექტემბერს გაიმართება. მანამდე, 4 ივლისს, სატესტო მატჩი გაიმართება, ეს ახალი დარბაზი არის დასრულებული და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მზად ვართ, რომ მივიღოთ და ვუმასპინძლოთ „ევრობასკეტს“. მე მინდა მადლობა გადავუხადო კულტურის და სპორტის სამინისტროს, ასევე , მადლობა მინდა გადავუხადო მშენებელ კომპანიას, რომელმაც, შეიძლება ითქვას, რომ რეკორდულ დროში მოასწრო და ააშენა ეს არაჩვეულებრივი, უნიკალური კომპლექსი და მე მინდა ჩვენს მაყურებლებს, სპორტის გულშემატკივრებს მივულოცო დღევანდელი დღე“,- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულმა გუნდმა და მისმა პარტიამ გავაფორმეთ ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი, რამაც რეალურად, ხელშესახებად დაგვაახლოვა ევროპასთან
Next: ველით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი. თუ ის მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.