Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან 43 მილიონამდე

მარშალ პრესი 06/02/2025
mamuka mdinaradze

თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა თურმე მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან, ამერიკული წყაროების მიხედვით, 43 მილიონამდე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში.

წამყვანმა მას ჰკითხა, რატომ დადგა დღის წესრიგში FARA-ს ზუსტი ასლი გაჩნდეს ქართულ კანონმდებლობაში.

„მოგეხსენებათ, უკვე გვაქვს კანონი, რომელიც ძალაშია შესული და მართლა პატიოსანი ვინც იყო, მცირე თანხებს იღებდა, კანონმორჩილია და გადატრიალება არ უნდა მაინც და მაინც ამ ქვეყანაში, ასეთი ხალხი უფრო დარეგისტრირდა. ვინც მსხვილი „ენჯეოა“, დიდ თანხას იღებდა და იმ სკანდალის უშუალო თანამონაწილეა, რაც დღეს აშშ-დან გასკდა, არცერთი დარეგისტრირებული არაა. კანონი, რომელიც ძალაშია და პრაქტიკულად არც ამოქმედებულა, პრევენციულ მხარეს მაინცდამაინც ვერ აკმაყოფილებს. წინასწარ ამბობენ, რომ გვირჩევნია დავჯარიმდეთ, ოღონდ გამჭვირვალე არ იყოს ჩვენი საქმიანობაო. დღეს უკვე მტკიცება და არგუმენტებიც არ არის საჭირო, რისი და რატომ ეშინიათ, გასაგებია. ამაზე ჩვენ კი აღარ ვსაუბრობთ, საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლობა.

სპეციალურად არ გავცემ არცერთ დეტალზე კითხვას პასუხს, რომ ხალხი ბოლომდე გაერკვეს იმ მავნებლობაში, რაც ორი წლის განმავლობაში ჩაიდინეს იმ ადამიანებმა, ვინც ამის [კანონის] წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა თურმე მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან, ამერიკული წყაროების მიხედვით, 43 მილიონამდე“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: სულ მალე სიხარულით ვიტყვით იმ სიტყვებს, რაც გვსურდა 2 წლის წინ გვეთქვა -Welcome to Georgia FARA!
Next: ოპოზიციას სიტუაციის უფრო მეტად გამწვავებაზე როგორც ჩანს ჯერ დირექტივა არ მიუღია. ეს რომ ყოფილიყო სამი თვის წინა პერიოდი, თუკი ვინმე სადმე ეგულებათ, რომელიც შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს, ყველა ქუჩაში იქნებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.