Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიცია თუ იქნება ხელისუფლებაში, ისინი მზად იქნებიან სანქციები დაუწესონ რუსეთს, დაიწყონ ომი, უფრო მოკლედ, ამერიკა თუ გვიბრძანებს, დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ მზად ვართ ჩავიხადოთო – ამას გულისხმობს მევახშე ხაზარაძის განცხადება

მარშალ პრესი 06/02/2025
nikoloz metreveli

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების დასაცავად, საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც, ხაზარაძის თქმით, “არალეგიტიმური, პროირანული და პროჩინურია”, ზეწოლა უნდა განახორციელოს.

მეტრეველის შეფასებით, ხაზარაძის განცხადების ქვეტექსტი, სინამდვილეში მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დღევანდელი ოპოზიცია მზადაა, რუსეთს სანქციები დაუწესოს, ომი დაიწყოს და რასაც აშშ უბრძანებს, ყველაფერი გააკეთოს.

“მამუკა ხაზარაძე: აშშ-მ უნდა განახორციელოს ზეწოლა ქართული ოცნების არალეგიტიმურ პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები. სინამდვილეში რა იმალება ხაზარაძის ამ განცხადების უკან: ოპოზიცია, თუ იქნება ხელისუფლებაში, ისინი მზად იქნებიან სანქციები დაუწესონ რუსეთს, დაიწყონ ომი, გადასცენ საქართველოს ყველა წიაღისეული რესურსები ამერიკას. უფრო მოკლედ და გასაგებად – რამბალ კოშე ( ანუ ამერიკა ) თუ გვიბრძანებს, დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ მზად ვართ ჩავიხადოთო. აი, ამას გულისხმობს მევახშე ხაზარაძის განცხადება.” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან ერთად, ყაზახეთის რკინიგზის ოფისში იმყოფებოდა
Next: ვინმე ნაც-აქტივისტკა, მიქიაშვილი ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე ახლა პრო-ამერიკელად გვევლინება. აზრი არ აქვს მის ახლანდელ უსუსურ აქტივობას. ზუსტად ამერიკის მთავრობა დაასრულებს ამათ!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.