Skip to content
06/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან ერთად, ყაზახეთის რკინიგზის ოფისში იმყოფებოდა

მარშალ პრესი 06/02/2025
505

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან ერთად, ყაზახეთის რკინიგზის ოფისში იმყოფებოდა.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს  „ყაზახეთის რკინიგზის“ მმართველობის თავმჯდომარე ნურლან საურანბაევმა უმასპინძლა.

ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რკინიგზის ოფისი დაათვალიერა და კომპანიის მიერ წარდგენილ პრეზენტაციას დაესწრო.

საქართველოს და ყაზახეთს შორის სარკინიგზო ტვირთბრუნვამ 2024 წელს რეკორდულ მაჩვენებელს – 2,74 მლნ ტონას მიაღწია.

ამასთან, ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილია საგზაო რუკა შუა დერეფნის განვითარების შესახებ, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, პროცესების ოპტიმიზაციის, დერეფნის გაციფრულებისა და მიმზიდველი სატარიფო პოლიტიკის უზრუნველყოფის მიმართულებით 2027 წლამდე კონკრეტულ ღონისძიებებს მოიცავს.

ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერებისა და შუა დერეფანში  საკონეტეინერო ტვირთების გადაზიდვის მოცულობების  ზრდის ხელშეწყობის კუთხით.

სააქციო საზოგადოება ყაზახეთის რკინიგზა ყაზახეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთ უდიდეს დამსაქმებელს წარმოადგენს და 120 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია 46 800 სატვირთო ვაგონს, 1 700 ლოკომოტივს და 2 300 სამგზავრო ვაგონს ფლობს.

Post navigation

Previous: მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება სიცრუის და სიძულვილის გავრცელებას, რაც ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღია, საკანონმდებლო ცვლილებები თავსებადი იქნება ჩვენს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან
Next: ოპოზიცია თუ იქნება ხელისუფლებაში, ისინი მზად იქნებიან სანქციები დაუწესონ რუსეთს, დაიწყონ ომი, უფრო მოკლედ, ამერიკა თუ გვიბრძანებს, დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ მზად ვართ ჩავიხადოთო – ამას გულისხმობს მევახშე ხაზარაძის განცხადება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.