Skip to content
06/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გახარიას პარტიას „ნაცმოძრაობასთან“ ერთად აქვთ შექმნილი კოალიცია დღემდე, ოთხ მუნიციპალიტეტში, ასეთ დროს მათი სპეკულაციური ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არ არის

მარშალ პრესი 06/02/2025
irakli kobakhidze

გახარიას პარტიას „ნაცმოძრაობასთან“ ერთად აქვთ შექმნილი კოალიცია დღემდე, ოთხ მუნიციპალიტეტში, ასეთ დროს მათი სპეკულაციური ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, როგორც კი მცირე ბულინგი წამოვიდა „ნაცმოძრაობის“ სხვა განშტოებების მხრიდან, მათ მაშინვე დაიხიეს უკან, იმიტომ, რომ ისინი არიან ერთიანი, კოლექტიური ძალის ნაწილი.

„მთელი ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში, მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ მათ თვითონ ჩაიგდეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში. ჩვენც დავეხმარეთ, ჩვენი წვლილიც არის ამ ყველაფერში, მაგრამ პირველ რიგში, დიფ სთეითმა თავისი ხელით გაანადგურა რადიკალური ოპოზიცია. დიფ სთეითის სურვილი იყო, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაებრუნებინა ხელისუფლებაში, თუმცა სინამდვილეში საკუთარი ხელით გაანადგურეს მათ რადიკალური ოპოზიცია. რაც შეეხება ამ შიდა კინკლაობას, რაც არის რადიკალურ ოპოზიციაში, ესეც არის მათი სისუსტის გამოვლინება.

რაც შეეხება კონკრეტულად, გახარიას პარტიას, მათ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად აქვთ შექმნილი კოალიცია დღემდე, ოთხ მუნიციპალიტეტში.

ასეთ დროს მათი სპეკულაციური ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არ არის და საინტერესო ის არის, რომ როგორც კი მცირე ბულინგი წამოვიდა „ნაცმოძრაობის“ სხვა განშტოებების მხრიდან, მათ მაშინვე დაიხიეს უკან, იმიტომ, რომ ისინი არიან ერთიანი, კოლექტიური ძალის ნაწილი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მხოლოდ პირობითია მათ შორის სხვაობა.

ერთმანეთის მიმართაც დიდად სიმპათიებს არ გამოხატავენ, მაგრამ ეს არის პერსონალური საკითხი. პოლიტიკურად ისინი არიანი ერთიანი ძალის შემადგენელი ნაწილი ერთი მარტივი მიზეზის გამო – მათ ჰყავთ საერთო პატრონი, შესაბამისად, მათ არ აქვთ არავითარი დამოუკიდებლობის ხარისხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ გახარიას პარტიასაც, ანუ „ნაცმოძრაობის“ ბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტში შეუწყდეს მანდატები, უცხოელი აგენტების ადგილი პარლამენტში არაა
Next: ერთადერთი, რასაც ემსახურება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა, არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა 4 მილიონ ადამიანს შეუქმნას დისკომფორტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.