Skip to content
06/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთადერთი, რასაც ემსახურება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა, არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა 4 მილიონ ადამიანს შეუქმნას დისკომფორტი

მარშალ პრესი 06/02/2025
irakli kobakhidze

ერთადერთი, რასაც ემსახურება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა 4 მილიონ ადამიანს შეუქმნას დისკომფორტი.

„არ შეიძლება ოთხმა ასეულმა ადამიანმა შეაფერხოს ეკონომიკის განვითარება 4 მილიონი ადამიანისთვის. ერთადერთი, რასაც ემსახურება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა, ეს არის პოლიციის გაძლიერება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. ვერავინ ვერ აღმართავს ხელს ქართული სახელმწიფოსა და ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, მით უმეტეს ოთხი ასეული ადამიანი, რომელიც ცდილობს, 4 მილიონ ადამიანს შეუქმნას გარკვეული პრობლემები. ოთხი ასეული „ნაციონალის“ მხრიდან არ შეიძლება ჩვენ გავატაროთ ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის პრობლემების შექმნა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პრინციპულად დაიცავს საკუთარ პოზიციებს და საკუთარ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: გახარიას პარტიას „ნაცმოძრაობასთან“ ერთად აქვთ შექმნილი კოალიცია დღემდე, ოთხ მუნიციპალიტეტში, ასეთ დროს მათი სპეკულაციური ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არ არის
Next: იუსტიციის სახლის თავმჯდომარედ ვახტანგ ჟვანია დაინიშნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.