Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საიდუმლო არაა, რომ დონორებს აქვთ მითითება, მათი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ისევ წარმომავლობის ქვეყანაში დააბრუნონ. სადაც რომელიმე დონორი მისი თანხის ხელისუფლებისკენ მიმართვაზე ისაუბრებს, ისიც თქვას, რამდენი დააბრუნა უკან

მარშალ პრესი 05/02/2025
shalva papuashvili

ბოლო პერიოდში, არაერთხელ მოვისმინეთ ზოგიერთი დონორისგან, თითქოს უცხოური დაფინანსების ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იხარჯებოდა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, ნებისმიერი გრანტი, რომელიც ბიუჯეტში შედის, ხმარდება მოსახლეობას და არა ხელისუფლებას.

,,ბოლო პერიოდში, არაერთხელ მოვისმინეთ ზოგიერთი დონორისგან, თითქოს უცხოური დაფინანსების ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იხარჯებოდა.

არ ვურჩევდი რომელიმე დონორს ამ თემაში შესვლას, ორი მიზეზის გამო:ო

▪️ნებისმიერი გრანტი, რომელიც ბიუჯეტში შედის, ხმარდება მოსახლეობას და არა ხელისუფლებას, და ამავე დონორებისგან განსხვავებით, ამ ხარჯის თითოეული თეთრი საჯაროა, მისი ხარჯვის მიზნობრიობა კი დადასტურებული (შეგახსენებთ, რომ საქართველო მსოფლიოში N1 ქვეყანაა საბიუჯეტო გამჭვირვალობით).

▪️მეორე და მთავარი. დიდი საიდუმლო არ არის, რომ დონორებს აქვთ მითითება, მათი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ისევ წარმომავლობის ქვეყანაში დააბრუნონ. ასე რომ, სადაც რომელიმე დონორი მისი თანხის ხელისუფლებისკენ მიმართვაზე ისაუბრებს, იქვე ისიც თქვას, ამ თანხიდან რამდენი დააბრუნა უკან, მის ქვეყანაში, მისი ხელისუფლების სასარგებლოდ,” – წერს პაპუშვილი.

Post navigation

Previous: სახელმწიფო ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება დაიცვან საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყანა
Next: პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.