Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, ვინც ღალატი ჩაიდინა ქვეყნის წინაშე და ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ჩააბარა

მარშალ პრესი 04/02/2025
kakha kaladze

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველამ უნდა აგოს პასუხი იმ ღალატისა და დანაშაულისთვის, რომლის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია.

როგორც მან საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის ტკივილები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მიიღო ქვეყანამ, ჯერაც არ მოშუშებულა.

„ჩვენი საარჩევნო დაპირების ერთ-ერთი მიმართულება იყო ის, რომ პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, ვინც ღალატი ჩაიდინა ქვეყნის წინაშე, ვინც ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ჩააბარა. იმ უგუნური პოლიტიკის შედეგად, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, რა მივიღეთ, ყველამ კარგად დავინახეთ: დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები. ეს ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ტკივილები ჯერაც არ მოგვიშუშებია. ამ ღალატისთვის, ამ დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის დაკითხვაზე გამოუცხადებლობას კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

Post navigation

Previous: მეუფე ზენონს მიკერძოების მაღალი ხარისხი აქვს! ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე იტყვის, რომ მას მშვიდობა არ მოაქვს, მინიმუმ ვერ ერკვევა საქართველოს წარსულში, არ იცის გეოპოლიტიკური მდგომარეობა და რაც ყველაზე მტკივნეულია, უმადურია
Next: საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.