Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მეუფე ზენონს მიკერძოების მაღალი ხარისხი აქვს! ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე იტყვის, რომ მას მშვიდობა არ მოაქვს, მინიმუმ ვერ ერკვევა საქართველოს წარსულში, არ იცის გეოპოლიტიკური მდგომარეობა და რაც ყველაზე მტკივნეულია, უმადურია

მარშალ პრესი 04/02/2025
davit chikhelidze

„მეუფე ზენონ თქვენთვის შესაძლოა მშვიდობის პიკი 2008 წელი იყო, როდესაც ქართველი გმირი ბიჭების ცხედრები მზის გულზე, უპატრონოდ ეყარნენ, რომ არა მისი უწმინდესობის საქართველოს პატრიარქის გამბედაობა და მამობრივი სიყვარული. გაუფრთხილდით სიტყვებს, რადგან თქვენი სიტყვებით შესაძლოა ადამიანები შეცდომაში შეიყვანოთ, ნუ იქნებით უმადური და ადეკვატურად შეაფასეთ საქართველოს არსებული მდგომარეობა“- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის ზენონის „ფეისბუქ“ პოსტის შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ მას მშვიდობა არ მოაქვს.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, სამწუხაროა ამის თქმა, მაგრამ მეუფე ზენონს მიკერძოების და სიბრმავის მაღალი ხარისხი აქვს! ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე იტყვის, რომ მას მშვიდობა არ მოაქვს, მინიმუმ ვერ ერკვევა საქართველოს წარსულში.

„სამწუხაროა ამის თქმა, მაგრამ მეუფე ზენონს მიკერძოების და სიბრმავის მაღალი ხარისხი აქვს! ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე იტყვის, რომ მას მშვიდობა არ მოაქვს, მინიმუმ ვერ ერკვევა საქართველოს წარსულში, არ იცის გეოპოლიტიკური მდგომარეობა და რაც ყველაზე მტკივნეულია, უმადურია! საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ, 2012-2025 წლები ის იშვიათი და ერთადერთი პერიოდია, რომლის დროსაც საქართველოს ომი არ უწარმოებია, ტერიტორიები და ადამიანები არ დაუკარგავს! მეუფე ზენონ თქვენთვის შესაძლოა მშვიდობის პიკი 2008 წელი იყო, როდესაც ქართველი გმირი ბიჭების ცხედრები მზის გულზე, უპატრონოდ ეყარნენ, რომ არა მისი უწმინდესობის საქართველოს პატრიარქის გამბედაობა და მამობრივი სიყვარული, შესაძლოა მათი ცხედრების გადმოსვენებაც არ მომხდარიყო.
გაუფრთხილდით სიტყვებს, რადგან თქვენი სიტყვებით შესაძლოა ადამიანები შეცდომაში შეიყვანოთ, ნუ იქნებით უმადური და ადეკვატურად შეაფასეთ საქართველოს არსებული მდგომარეობა, ნუ დაემსგავსებით უცხოეთიდან დაფინანსებულ აგენტურას და ნუ გაახმოვანებთ მათ მესიჯებს, ნუ იტყვით, რომ ასეთ მშვიდობას ბომბების წვიმა გირჩევნიათ! შეხედეთ რა ხდება უკრაინაში, ნახეთ უკრაინული ქალაქები, ნახეთ უკრაინაში არსებული ქრისტიანული ეკლესიები, რომელთა „მოდერნიზება“ მოხდა(ნაწილის) და დღეს ისინი ეკლესიებად აღარ გამოიყენება, ნახეთ უკრაინაში სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელიც ომის გამო კრიტიკულ ზღვარზე ჩამოვიდა, შეხედეთ უკრაინელ ლტოლვილებს და ა.შ. შესაძლოა თქვენ სწორედ უკრაინული “მშვიდობა” გხიბლავთ, თქვით, მომავალში გვეცოდინება“-წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: ამერიკის საელჩო ამტკიცებდა, რომ თითქოს USAID-ი იყო დემოკრატიის მნათობი, არადა თურმე ყოფილა შესაძლებლობა საკუთარი ფინანსური რესურსებით ქვეყნებში მოეხდინა რევოლუციები, არეულობები და ჩარეულიყვნენ არჩევნებში
Next: პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, ვინც ღალატი ჩაიდინა ქვეყნის წინაშე და ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ჩააბარა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025