Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როგორც იქნა, საპარლამენტო ტრიბუნასთან ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტი, რომელიც საუბრობდა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არ იყო დაწერილი სიტყვა, რომელიც ექვემდებარებოდა გარე დაკვეთებს

მარშალ პრესი 04/02/2025
dimitri khundadze

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას მედიასთან ეხმიანება.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიხეილ ყაველაშვილის სიტყვა არა უცხოელი დამკვეთების, არამედ ქართული საზოგადოების ინტერესებს ექვემდებარებოდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ისაუბრა დემოკრატიულ საფრთხეებზე, რაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პრეზიდენტმა გამოსვლა მთავარი გზავნილებით დაიწყო – მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარება.

“როგორც იქნა საპარლამენტო ტრიბუნასთან ვიხილეთ პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობდა და არ ჰქონდა დაწერილი სიტყვა, რომელიც გარე დაკვეთებს ექვემდებარებოდა. უმთავრესი იყო ის, რაც მან თავშივე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მშვიდობა, ქვეყნის სტაბილური განვითარება. მან ისაუბრა მრავალ სექტორულ მიმართულებაზე და რაც ყურში მომხვდა და აქამდე არ თქმულა, ისაუბრა დემოკრატიულ საფრთხეებზე, რაც მნიშვნელოვანია და ეროვნული უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს. როდესაც პრეზიდენტი ამაზე აკეთებს აქცენტს, რა თქმა უნდა, მისი მნიშვნელობა მეტად მოიმატებს და ეფექტურ გადაწყვეტილებებზეც ადეკვატურად იმოქმედებს,“- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

Continue Reading

Previous: პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას. სამწუხაროა აშშ-ს საელჩოს დამოკიდებულება, რომელიც ნამდვილად სცდება აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის განწყობას
Next: ომის დაწყების დღიდან, უკრაინამ აშშ-სგან მიიღო 175 მილიარდი დოლარი, ხოლო ევროკავშირიდან – 118 მილიარდი ევრო. კითხვა – რამდენი შეიჭამა გამოყოფილი თანხებიდან?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025