Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას. სამწუხაროა აშშ-ს საელჩოს დამოკიდებულება, რომელიც ნამდვილად სცდება აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის განწყობას

მარშალ პრესი 04/02/2025
mamuka mdinaradze2

ეს არის მტკიცებულება, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა საქართველოში რევოლუციის დაფინანსების ლობირება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, საიდანაც ირკვევა, თუ რა გზებით შემოდიოდა საქართველოში USAID-ის დაფინანსება და რას ხმარდებოდა ის.

მისი თქმით, ამერიკელი გადამხდელების ფული ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას და ამაზე რატომღაც აშშ-ს საელჩო დუმს.

„პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული, მათი ნების საწინააღმდეგოდ ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას.

სამწუხაროა აშშ-ს საელჩოს დამოკიდებულება, რომელიც ნამდვილად სცდება ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის განწყობას. გუშინ საელჩოს მოუწია პირადად ჩემს განცხადებაზე რეაქციის მიცემა, სადაც ძალიან ზოგადი ტექსტი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომებს და ღირებულებებს იზიარებენ ისინი ტრამპის თუ რუბიოსი, რომელიც არის მათი უშუალო ხელმძღვანელი. არც ერთი სიტყვა არ იყო იქ ნათქვამი, რა დამოკიდებულება აქვს შტატების ლიდერების დღევანდელ პოზიციებთან დაკავშირებით საელჩოს. მაგალითად, ოჯახურ ღირებულებებთან და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ რა დამოკიდებულება აქვთ? გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, USAID-ის ასე მავნებლურ ნახარჯ თანხებთან დაკავშირებით, მშვიდობასთან დაკავშირებით, ის, რომ ქვეყნებმა საკუთარი საკითხები თავადვე უნდა გაარკვიონ? არც ერთი სიტყვა სამწუხაროდ, არ იყო, რეალურად იმ შეცვლილ ნარატივთან დაკავშირებით, რაც გახმოვანებულია პრეზიდენტ ტრამპის მიერ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, თუ აშშ-ს საელჩო იზიარებს პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკას, ეს უნდა იყო გახმოვანებული მისი მხრიდან.

„ასევე, დაუჯერებელია საელჩო ცდილობდეს, რომ „დიფ სთეითის“ აგენტურა სხვანაირად მოქმედებდეს და ისინი თვითნებობას აგრძელებდნენ. წარმოუდგენელია. თუ ისინი იმ ხალხს, რომლებიც დღეს ქუჩის პროტესტს აორგანიზებენ, მიუთითებენ, ერთ წუთში დამთავრდება ის მავნებლობა, რაც საქართველოს წინააღმდეგ ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამიტომ „ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს“. იმ ხალხის მოქმედებები და საელჩოს განცხადება თანხვედრაში არ არის და მარტივად შეუძლიათ იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად იზიარებენ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის მიდგომებს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: თითოეული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მჭიდრო კოორდინაციით მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, მჯერა, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაძლიერების 4 წელი
Next: როგორც იქნა, საპარლამენტო ტრიბუნასთან ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტი, რომელიც საუბრობდა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არ იყო დაწერილი სიტყვა, რომელიც ექვემდებარებოდა გარე დაკვეთებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025