Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნაც-ადვოკატები ფაქტობრივად დანაშაულის ჩადენისკენ აქეზებენ თავის „ბაბლს”, განზრახ შეცდომაში შეჰყავთ ისინი

მარშალ პრესი 02/02/2025
david kartvelishvili

„ვერც დაგვღლით თქვენი შიზოფრენიული პერფორმანსებით და ვერც დაგვაშინებთ „მონური” თუ „რუსული” პარანოიდალური შეძახილებით. ამ ქვეყანაში ყველას გადარჩენის – გინდ ფიზიკურად, გინდ ფსიქიატრიულად, გინდ სულიერად – არც ვალდებულება და არც უზენაესი დათქმები არ არსებობს,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ოპოზიციის გადაწყვეტილებას, გადაკეტონ თბილისის შემოსასვლელი მაგისტრალი, ეხმიანება.

ექსპერტი წერს, რომ აქციის მონაწილეები შეცდომაში შეჰყავთ თავიანთ დამკვეთებს, როცა ეუბნებიან, რომ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის გამო სადამსჯელო ნორმები ჯერ არ შესულა ძალაში. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ნაც-ადვოკატები მათ ფაქტობრივად დანაშაულის ჩადენისკენ აქეზებენ.

„დღეს თბილისში დედას ვეფერები მის დაბადების დღეზე, საღამოს კი შვილიშვილებს შევპირდი, ძეგვში მამიკოს საფლავზე ერთად ავიდეთ – მათ დარგულმა ყოჩივარდებმა გაიხარეს. შემოვლითი გზით წამოდიო, მირჩიეს – „კონიაკის დასახლება”, ავჭალა, მცხეთა და ა.შ. “პეროვნებებმა” სახლისკენ მიმავალი გზა უნდა გადამიკეტონ თურმე. გამორიცხულია, მათ დაკრულზე „შემოვლით გზებს” ვირჩევდე ამ დარჩენილ წუთისოფელში. შანსი არაა!

დღეს მათი ნაც-ადვოკატები ფაქტობრივად დანაშაულის ჩადენისკენ აქეზებენ თავის „ბაბლს”, განზრახ შეცდომაში შეჰყავთ ისინი – გადაკეტეთო მაგისტრალი, ამისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა „ვალენტინობა” დღიდან შედისო ძალაში. არა და, მშვენივრად იციან, რომ მეორე დღეა რაც კანონიერ ძალაში შესულია ეს სამართლებრივი ნორმა.

ასეთი გზით „პოლიტპატიმრების” გამრავლება ვერ გიშველით. პირველ რიგში, ვერ გიშველით „თვით სტრასბურგიც” კი, რომელიც დაღალეთ ჯერ კიდევ 2004-2012 წ.წ. ადამიანის უფლებების კონვენციის უკლებლივ ყველა მუხლის დარღვევით და შემდგომ წლებში უკვე თქვენი ბელადის და მისი სექტანტების არაერთი თაღლითობით. სწორედ სტრასბურგმა გამხილათ „”სისტემური ძალადობის რეჟიმის” შექმნაში და დღეს სტრასბურგს გინდათ უჩივლოთ – საქართველოში კანონს იცავენო? „წარმატებები”!

ასე რომ, არანაირი „შემოვლითი” გზები – თქვენთვის შესაფერისი ადგილების მისაჩენად. ვერც დაგვღლით თქვენი შიზოფრენიული პერფორმანსებით და ვერც დაგვაშინებთ „მონური” თუ „რუსული” პარანოიდალური შეძახილებით. ამ ქვეყანაში ყველას გადარჩენის – გინდ ფიზიკურად, გინდ ფსიქიატრიულად, გინდ სულიერად – არც ვალდებულება და არც უზენაესი დათქმები არ არსებობს. ვისაც გადარჩენა და ცხონება გვამოძრავებს – ყველას გატარება მოგიწევთ. მხოლოდ პირდაპირი და არანაირი შემოვლითი გზებით,” – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს
Next: როგორც წესი, დანაშაულებრივი აქციების ორგანიზატორები არიან პოლიტიკოსები, რომლებიც, საბოლოოდ, ადგილზე არ ჩნდებიან, ხოლო ის ადამიანები, რომელთაც მათ მოწოდებებს დაუჯერეს, კანონის პირისპირ მარტოები რჩებიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.