Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 02/02/2025
shss

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 2 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს:

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია დღეს, თბილისის გასასვლელთან დაგეგმილია საპროტესტო აქციის გამართვა.

აქციის მონაწილეები იკრიბებიან რამდენიმე ლოკაციაზე და გეგმავენ შეკრებას
თბილისის გასასვლელთან.

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თითოეულ
ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

სამართალდამცველები უზრუნველყოფენ, რომ შეკრებამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში,
კანონით დადგენილ ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია აქციის მონაწილეები გეგმავენ
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას.

აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ , რომ
„სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361
დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები
წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც
ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების
ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე
ვადით.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი გამოხატონ
კანონით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს
კანონის შესაბამისად.

Post navigation

Previous: ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს, მისი გადაკეტვა ან ბლოკირება ისჯება კანონით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჯგუფურად ამ ყველაფრის ჩადენა ისჯება 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით
Next: ნაც-ადვოკატები ფაქტობრივად დანაშაულის ჩადენისკენ აქეზებენ თავის „ბაბლს”, განზრახ შეცდომაში შეჰყავთ ისინი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.