Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სამზადისთან დაკავშირებით ანგარიში მოისმინა

მარშალ პრესი 31/01/2025
3101

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის − „ბაკურიანი 2025-ის“ სამზადისთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრა გამართა.

მთავრობის მეთაურმა ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისთვის ინფრასტრუქტურული და საორგანიზაციო მზადყოფნის შესახებ ანგარიში მოისმინა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანა ფესტივალის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მზად არის და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც დასრულებულია. კერძოდ, უკვე გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა თბილისში და დღესვე გაიხსნება ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) 3.5 კმ სიგრძის ტრასა ბაკურიანში.

ფესტივალის მონაწილე პირველი დელეგაციები საქართველოს 4 თებერვალს ეწვევიან, 6 თებერვლიდან კი დაგეგმილია პირველი შეჯიბრი ყინულის ჰოკეიში.

საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს – “ბაკურიანი 2025”-ს 9-16 თებერვალს უმასპინძლებს. ფესტივალის განმავლობაში საქართველოს 45 ქვეყნიდან 1000-მდე სპორტსმენი ეწვევა. “ბაკურიანი 2025”-ის ფარგლებში, ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში გაიმართება.

Post navigation

Previous: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამართალდამცველის წინააღმდეგ ძალადობის აქტს ჩაიდენს, უნდა იყოს გამოძიების ობიექტი, დაპატიმრებული და გასამართლებული – FBI-ს დირექტორობის კანდიდატი
Next: სამწუხაროა, რომ ასეთი დიდი და პრესტიჟული ორგანიზაცია დაეყრდნო რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.