Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამართალდამცველის წინააღმდეგ ძალადობის აქტს ჩაიდენს, უნდა იყოს გამოძიების ობიექტი, დაპატიმრებული და გასამართლებული – FBI-ს დირექტორობის კანდიდატი

მარშალ პრესი 31/01/2025
kesh pateli

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილმა კეშ პატელმა კონგრესის სენატში მოსმენის დროს განაცხადა, რომ სამართალდამცველების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა ვერასდროს იქნება მისაღები.

„სამართალდამცველების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა ვერასდროს იქნება მისაღები. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამართალდამცველის წინააღმდეგ ძალადობის აქტს ჩაიდენს, უნდა იყოს გამოძიების ობიექტი, დაპატიმრებული და გასამართლებული“, – თქვა პატელმა.

მან აგრეთვე დასძინა, რომ იგივე პოზიცია ჰქონდა, როცა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმი მოხდა, რა დროსაც იქ მობილიზებულ სამართალდამცველებზე თავდასხმა განხორციელდა.

„ჩემი სიყვარული ამ ქვეყნის მიმართ მდგომარეობს ჩვენი კანონებისა და ცხოვრების წესის დაცვაში გამონაკლისის გარეშე“, – აღნიშნა პატელმა.

Post navigation

Previous: არა მხოლოდ „გრაფინების“, არამედ „შუშის ხიდის“ და იუსტიციის სახლის, ე.წ. „სოკოების“ განთავსებით სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა კოჰორტამ ჩვენი დედაქალაქის ისტორიულ ნაწილს ავთენტურობა წაართვა, იერსახე გაუნადგურა
Next: პრემიერ-მინისტრმა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სამზადისთან დაკავშირებით ანგარიში მოისმინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.