Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ასამბლეის საქმიანობაში

მარშალ პრესი 31/01/2025
irakli kobakhidze

როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად ასამბლეის საქმიანობაში და კონკრეტულად მის რეზოლუციებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის ეს უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ.

“რეალურად, ეს იყო კოლექტიური გონჩარენკოების გადაწყვეტილება. ზოგადად, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა ის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის ეს უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტის გახსნისკენ.

თქვენ გახსოვთ მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა განგვეხორციელებინა სამხედრო შეტევა სოხუმზე და ცხინვალზე. ის პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ, ამას ვერ მიაღწია და ახლა ცდილობს, რომ რაიმენაირად ამის გამო „დაგვსაჯოს“. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი.

როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად ასამბლეის საქმიანობაში და ასევე, კონკრეტულად მის რეზოლუციებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: რა შუაშია ევროინტეგრაცია და მკვლელები და ყაჩაღები, სწორედ ამიტომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54 პროცენტი, ხოლო მწამებლები და მკვლელები ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ვერც ვერასდროს დაბრუნდებიან, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი
Next: ჩვენ ვამტკიცებდით 3 წლის განმავლობაში იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია – გაწირეს ჩვენი მეგობარი უკრაინა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.