Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რა შუაშია ევროინტეგრაცია და მკვლელები და ყაჩაღები, სწორედ ამიტომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54 პროცენტი, ხოლო მწამებლები და მკვლელები ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ვერც ვერასდროს დაბრუნდებიან, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი

მარშალ პრესი 31/01/2025
irakli kobakhidze

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დევს ხელის გულზე, საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა, რომ მტკიცებულებების დონეზე ვაჩვენოთ ხალხს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი იმ ადამიანებს, რომლებსაც  სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა 2004-2012 წლებში საქართველოში.

„რეალურად, მათი დანაშაულები დევს ხელის გულზე. გახსოვთ, რა ხდებოდა საქართველოს 2004-2012 წლებში, ეს იყო ადამიანების მკვლელობა, 150 ადამიანი ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს, ეს იყო ადამიანების წამება, ციხეებში რა ხდებოდა, ყველას კარგად გახსოვთ და ყველამ ძალიან კარგად იცით ეს ყველაფერი, ტოტალური ფორმა ჰქონდა მიღებული ბიზნესის რეკეტს. ტელევიზიების მიტაცება. გახსოვთ, რა მოხდა „რუსთავი 2“- თან, „იმედთან“ დაკავშირებით, სხვა კერძო ტელევიზიებთან დაკავშირებით, ტოტალური მონოპოლია დაამყარეს მედიის სფეროში. ეს ხომ ხელის გულზე არსებული დანაშაულებია და მთავარი დანაშაული მაინც არის, რა თქმა უნდა, 2008 წლის ომი, რის შედეგადაც საქართველომ დაკარგა ტერიტორიების 20 პროცენტი, მოხდა ე.წ. აღიარება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, 30 ათასი ადამიანი იქცა დევნილად და 400-ზე მეტი ჩვენი სამოქალაქო და სამხედრო პირი დაიღუპა. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რისთვისაც უნდა დადგეს პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დევს ხელის გულზე, საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა იმისათვის, რომ მტკიცებულებების დონეზე ვაჩვენოთ ხალხს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის, თუ რა უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი იმ ადამიანებს, რომლებსაც  სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩი, ქართველ ხალხს უმტკიცებდა, რომ მწამებლები, მკვლელები, ომის გამჩაღებლები, ბიზნესის რეკეტიორები, მედიის მიმტაცებლები თუ არ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში ქვეყანას არ ეღირსებოდა ევროინტეგრაცია.

„რა შუაშია ევროინტეგრაცია და მკვლელები, ყაჩაღები და ა.შ. საზოგადოებამ გამოიტანა დასკვნა და ამის გამო, ის გაჰყვა არა ევროკავშირის მოწოდებას, არამედ გაჰყვა სიმართლეს და სწორედ ამიტომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54 პროცენტი, ხოლო ეს მწამებლები, მკვლელები და ა.შ. ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ვერც ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: პროკურატურას არჩევნების გაყალბების არც ერთი მტკიცებულება არ წარედგინა, ეუთოს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის უფლება – ეს არის რეალობა
Next: ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ასამბლეის საქმიანობაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.