Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს – დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი ძალისხმევის საფუძველზე გავაგრძელებთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებას მრავალი მიმართულებით

მარშალ პრესი 30/01/2025
kobaxidze-pashiniani

დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი ეხებოდა ბევრ საკითხს, მათ შორის ტრანსპორტს, კომუნიკაციებს, ენერგეტიკას, ტურიზმს, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას, ჯანდაცვას, კულტურას, განათლებას, მეცნიერებას და კიდევ მრავალ საკითხს, არსებულ და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნიკოლ ფაშნიანმა და ირაკლი კობახიძემ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, სადაც სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობების ერთობლივი ძალისხმევის საფუძველზე, გაგრძელდება ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავება არაერთი მიმართულებით.

„სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომები, წლიური შეხვედრები, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ცხადჰყოფს იმას, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მდიდარი დღის წესრიგის მქონეა.

წინა წლებში, განსაკუთრებით 2024 წელს, მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია იქნა ხელმოწერილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი ძალისხმევის საფუძველზე გავაგრძელებთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებას მრავალი მიმართულებით. დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი ეხებოდა ბევრ საკითხს, მათ შორის ტრანსპორტს, კომუნიკაციებს, ენერგეტიკას, ტურიზმს, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას, ჯანდაცვას, კულტურას, განათლებას, მეცნიერებას და კიდევ მრავალ საკითხს, არსებულ და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით. ვაღიარებ, რომ ჩვენი მოძმე ერი მეგობრული განწყობით ძალიან კონკრეტული, ძლიერი რეალობის წინაშე იმყოფება, საქართველო-სომხეთი უპირობოდ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ერთმანეთს ზრუნვით და პატივისცემით ვექცევით, ვზრუნავთ ერთმანეთის პრიორიტეტებზე, პოზიციებზე.

არათუ დავუშვებთ რაიმეს ერთმანეთის საზიანოდ, არამედ ერთმანეთის ინტერესებს ვიცავთ. საზოგადოებები ჩვენს ქვეყნებში იზიარებენ ძალიან ბევრ ტრადიციას, იქნება ეს კულტურული, თუ ისტორიული და ჩვენ გაგვაჩნია ის ფასეულობები, რომელიც ეფუძნება მეგობრობას, პატივისცემას და ეს კლდეშია ნაკვეთი. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთის ინტერესებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა შესძლო მიმართულებით,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

Continue Reading

Previous: საქართველოსა და სომხეთს აკავშირებთ ძალიან დიდი ხნის მეგობრობა, თანამშრომლობა და მოხარულები ვართ, რომ ეს მეგობრობა და თანამშრომლობა გადაიზარდა სტრატეგიულ პარტნიორობაში ჩვენს ქვეყნებს შორის
Next: ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის, რომ ფართო რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით განვავითაროთ ურთიერთობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025