Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოსა და სომხეთს აკავშირებთ ძალიან დიდი ხნის მეგობრობა, თანამშრომლობა და მოხარულები ვართ, რომ ეს მეგობრობა და თანამშრომლობა გადაიზარდა სტრატეგიულ პარტნიორობაში ჩვენს ქვეყნებს შორის

მარშალ პრესი 30/01/2025
irakli kobakhidze

ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ ძალიან დიდი ხნის მეგობრობა, თანამშრომლობა და მოხარულები ვართ, რომ ეს მეგობრობა და თანამშრომლობა გადაიზარდა სტრატეგიულ პარტნიორობაში ჩვენს ქვეყნებს შორის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყნებს შორის ორმხრივი ვიზიტების სიხშირე მეტყველებს განსაკუთრებულ ინტერესზე, რომელიც აქვს ქართულ მხარეს, ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით.

„მოხარული ვარ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ ვიმყოფები ერევანში. რა თქმა უნდა, ჩვენი ორმხრივი ვიზიტების სიხშირე მეტყველებს ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესზე, რომელიც აქვს ქართულ მხარეს, ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით.

მინდა გულთბილი მასპინძლობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ფაშიანიანს. ჩვენს სომეხ მეგობრებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ძალიან დიდი ხნის მეგობრობა, თანამშრომლობა და მოხარულები ვართ, რომ ეს მეგობრობა და თანამშრომლობა გადაიზარდა სტრატეგიულ პარტნიორობაში ჩვენს ქვეყნებს შორის. ამ პარტნიორობას და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი რეგიონისთვისაც, მისი უსაფრთხოების, სტაბილურობის, კეთილდღეობის და მდგრადი განვითარებისთვის.

დღეს გაიმართა საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-14 სხდომა, რომელიც იყო ნაყოფიერი და პროდუქტიული. მინდა მადლობა გადავუხადო სომხურ მხარეს ჩვენი დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის სხდომების რეგულარულად გამართვა ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც ასახულია გასულ წელს ხელმოწერილ „სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციაში“.

 ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ურთიერთობა არ გამომდინარეობს მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვიდან. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის, რაც ვთქვი კომისიის სხდომაზე – ჩვენს პარტნიორობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი, იმ ისტორიული მეგობრობის სახით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ხალხებს შორის. ეს არის ჩვენი ურთიერთობების მთავარი ფუნდამენტი. ეს არის ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კავშირი და მეგობრობა. სწორედ ამას ეფუძნება ურთიერთპატივისცემა ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს მთავრობებს შორისაც“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ევროკავშირში გაზსადენებით მიწოდებული რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის აღდგენაზე მსჯელობენ – გამოცემა “Financial Times”
Next: ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს – დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი ძალისხმევის საფუძველზე გავაგრძელებთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებას მრავალი მიმართულებით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025