Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისის მერია მოზარდის გარდაცვალებაზე, ტვ პირველის მორიგ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას პასუხობს

მარშალ პრესი 29/01/2025
tbilisis meria

თბილისში რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მოზარდი დაიღუპა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა კერძო, ე.წ. რიყის დოქების ტერიტორიაზე, სადაც წყალი იყო დაგუბებული.

შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამაც.

„სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში.

სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის. უბედურ შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.

თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და თბილისის ახალი სტადიონის კონცეფცია სპორტის საზოგადოებასთან განიხილა
Next: ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტების” მიწვევით ეკა სეფაშვილმა სიტყვით მიმართა საერთაშორისო კონფერენციის “Make Europe Great Again “ (MEGA) მონაწილეებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.