Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სპორტი

პრემიერ-მინისტრმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და თბილისის ახალი სტადიონის კონცეფცია სპორტის საზოგადოებასთან განიხილა

მარშალ პრესი 29/01/2025
005

ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და დედაქალაქში ახალი სტადიონის კონცეფცია განიხილეს მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად დაესწრო.

 მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დედაქალაქის გარეუბანში აშენდება, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო, სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ახალ სტადიონს მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება, მოეწყობა საკონცერტო და საკონვენციო ინფრასტრუქტურა, რაც  ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას გაზრდის. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტის საზოგადოების მოსაზრებებს სტადიონის კონცეფციაზე მუშაობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და აღნიშნული შეხვედრა სწორედ ამას ემსახურება.

 პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი სტადიონი იქნება ერთგვარი საიმიჯო პროექტი დედაქალაქისა და მთლიანად ქვეყნისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ გააკეთა განაცხადი ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობასთან დაკავშირებით.

მთავრობას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ჰოლანდიური კომპანია გაუწევს. სტადიონის  კონცეფციის შექმნაში უეფას ექსპერტები ჩაერთვებიან.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს.

მთავრობა ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი სტადიონების მშენებლობას 40-ზე მეტ მუნიციპალიტეტში გეგმავს.

Post navigation

Previous: ხომ დანაშაულია, როდესაც პოლიციელს ურტყამ ხელს? არ მახსოვს, არ მომისმენია და დარწმუნებული ვარ არავის არ მოუსმენია თუნდაც სინანული, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ
Next: თბილისის მერია მოზარდის გარდაცვალებაზე, ტვ პირველის მორიგ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას პასუხობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.