Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ევროპაში ოდნავი გულწრფელობა მაინც არის საქართველოსთან და ზოგადად, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაშინ ცალსახად უნდა აღიარონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

მარშალ პრესი 28/01/2025
irakli qadagishvili

თუ ევროპაში ოდნავი გულწრფელობა მაინც არის საქართველოსთან და ზოგადად, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაშინ ცალსახად უნდა აღიარონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში,- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“

მანევე აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების საბაბად მოყვანა კიდევ ერთხელ დაგვანახებს, ევროკავშირისგან არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას თვითონ ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელების კუთხით.

„ევროპას აქვს გადასაწყვეტი, მას რეალურად სურს საქართველოსთან, როგორც სახელმწიფოსთან ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება, გაგრძელება თუ თვითონ ევროპას არ აქვს დანახული გაფართოების გზა და ხედვა. ამიტომ შეეცდებიან, რომ რამენაირად ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომელიც შენიღბავს მათ ამ მოუმზადებლობას და გადააბრალონ ეს ყველაფერი ქართულ მხარეს. თუ მათში ოდნავი გულწრფელობა მაინც არის საქართველოსთან და ზოგადად, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაშინ ცალსახად უნდა აღიარონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

საქართველოში მიმდინარე მოვლენების საბაბად მოყვანა და ამ თემის ხელზე დახვევა, კიდევ ერთხელ დაგვანახებს, რომ არ გვაქვს საქმე ევროკავშირისგან კეთილსინდისიერ დამოკიდებულებასთან თვითონ ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელების კუთხით. აქ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავინახოთ საქართველოს ბრალეულობა, რადგან, საბაბის მოძებნა ნებისმიერი ქვეყნისათვის ყოველთვის შესაძლებელია“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

27-31 იანვარს, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი ზამთრის სესია მიმდინარეობს.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით.

 

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ამ პროექტს ისე, რომ ისეთი განვითარება მივიღოთ, რომელიც საქართველოს ინტერესებს მაქსიმალურად პასუხობს
Next: ჩვენ წავაწყდით დიდ წინააღმდეგობას ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის რეალიზაციის დროს – საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობაზე ამერიკის სახელმწიფოს მხრიდან ძალიან სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.