Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ამ პროექტს ისე, რომ ისეთი განვითარება მივიღოთ, რომელიც საქართველოს ინტერესებს მაქსიმალურად პასუხობს

მარშალ პრესი 28/01/2025
levan davitashvili

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და სამინისტროში, სხვათა შორის, საკმაოდ დიდი დროის ნაწილი ეთმობა ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას, ამიტომ ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ამ პროექტს ისე, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ჩვენ მივიღოთ ისეთი განვითარება, რომელიც საქართველოს ინტერესებს მაქსიმალურად პასუხობს, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა “დღის ქრონიკაში“.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რომელიმე კონკრეტულ პროექტზე ის პროექტი არის დიდი სურათის ნაწილი. ამ შემთხვევაშიც ასეა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ზოგადად შუა დერეფნისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია და საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტია. ყველა სხვა ჩვენი ინვესტიცია, რომელიც ზოგადად ჩვენი შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, სატრანსპორტო ლოგისტიკური მიმართულებით არის, ერთიანი სურათის ნაწილია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რკინიგზის მოდერნიზაციაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ლოგისტიკურ ცენტრზე, როდესაც ვსაუბრობთ პორტებზე – ეს ყველაფერი ერთი სურათის ნაწილია და, ბუნებრივია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და სამინისტროში სხვათა შორის, საკმაოდ დიდი დროის ნაწილი ეთმობა ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას, ამიტომ ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ამ პროექტს ისე, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ჩვენ მივიღოთ ისეთი განვითარება, რომელიც საქართველოს ინტერესებს მაქსიმალურად პასუხობს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, პირველ რიგში უნდა შეიქმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, ასევე ოპერირების მოდელი უნდა იყოს ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი გრძელვადიან პერსპექტივაში.

„სამშენებლო სამუშაოები დავიწყეთ ინტენსიურად სექტემბერში. ეს სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად. ჩვენ გვყავს ბელგიური კომპანია, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოს ოთხეულიდან, რომელიც საზღვაო სამუშაოებს ასრულებს. სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პარალელურად ჩვენ ვსაუბრობთ პოტენციურ ინვესტორებთან. იცით, რომ პრეტენდენტ კომპანიას კონსორციუმში ჰყავს სხვადასხვა მონაწილე მხარე. ეს პროცესიც მიდის აქტიურად და ამ შემთხვევაში საუბარია კონსორციუმის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდაზე, დამატებით საინტერესო მოთამაშეების შემოსვლაზე, რაც პორტის შემდგომ ოპერირებას კიდევ უფრო გააძლიერებს. ხაზს ვუსვამ, რომ კონკურენტუნარიანობა უნდა გაიზარდოს ამით ისე, რომ ჩვენ მეტი ტვირთი მოვიზიდოთ, მეტი საინტერესო ტვირთი მოვიზიდოთ და ასევე მაქსიმალურად მაღალი კვალიფიკაციის და გამოცდილების პარტნიორები გვყავდეს ამ პროექტში. ასე რომ ეს პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ დინამიკურად“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ჩვენ ახლა გავდივართ ყველაზე რთულ პერიოდს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე. დარწმუნებული ვარ, ამ პერიოდს გადავლახავთ, რადგან ჩვენ უკან გაკეთებული საქმეები დგას
Next: თუ ევროპაში ოდნავი გულწრფელობა მაინც არის საქართველოსთან და ზოგადად, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაშინ ცალსახად უნდა აღიარონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.