Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი დელეგაცია ძალიან მკაფიოდ, ცალსახად, პირდაპირ ამბობს ქართველი ხალხის სათქმელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე

მარშალ პრესი 28/01/2025
shalva papuashvili

ჩვენი დელეგაცია ძალიან მკაფიოდ, ცალსახად, პირდაპირ ამბობს ქართველი ხალხის სათქმელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„რას წარმოადგენს ოპოზიცია, ეს ყველამ კარგად იცის. ასევე ვიცით, ვინ არიან მათი მფარველები – „ევროპის სახალხო პარტია“ ეს ის გაერთიანებაა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დახსნას ცდილობს, ადამიანის, რომელმაც წამების სისტემა შექმნა და მას უწოდებენ მოდერნიზების და დემოკრატიის მაგალითს. ადამიანს, რომელმაც წამების, რეკეტის, მედიის დახურვის სისტემა შექმნა საქართველოში. ეს ის ღირებულებაა, რომელსაც ქართველი ხალხი არ იზიარებს, ამიტომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ინიციატივა იყო იცით საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის კენჭისყრაზე დაყენების საკითხი. მათი მარიონეტები არიან ის ოპოზიცია, რომელიც ჩვენ გვყავს და რომელიც მოქმედებს არა ქართველი ხალხის ინტერესის, არამედ სწორედ ამ პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესით ცდილობს საქართველო რამენაირად დააზიანოს. ჩვენი დელეგაცია ძალიან მკაფიოდ, ცალსახად, პირდაპირ ამბობს ქართველი ხალხის სათქმელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

იმედი მაქვს, რომ არ დაჰყვებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ იარაღად ქცევის მცდელობებს ასამბლეის წევრები და გაიაზრებენ იმას, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს თავად ასამბლეას დააზიანებს. ასამბლეის მთავარი არსი არის დიალოგის პლატფორმა. თუ თვალებს დახუჭავენ, აღარ მოისმენენ არავის სათქმელს და ჩაიხარშებიან საკუთარ ნარატივებში, რიგ შემთხვევაში, ცრუ ნარატივებში, საბოლოო ჯამში, მათ თავად დააზიანებს. საქართველოსთვის ამ მხრივ იქნება სამწუხარო ფაქტი, რომელიც უბრალოდ გვაჩვენებს, რომ ხდება საერთაშორისო პლატფორმების პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევა ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების მხრიდან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

27-31 იანვარს, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი ზამთრის სესია მიმდინარეობს.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით.

Continue Reading

Previous: მოქალაქეთა ერთი ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე საკუთარი დიქტატის დამყარებას ცდილობს – სამეურვეო საბჭოს განცხადება
Next: კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, თუ ევროპის საბჭოში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა მოხდება დათქმებით, არ მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი პოზიცია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025