Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სწორედ ეს არის “დიფ სთეითის” დეკლარირებული დასუსტების კიდევ ერთი, მკაფიო მაგალითი

მარშალ პრესი 28/01/2025
david kartvelishvili

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ინდოეთსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას სოციალურ ქსელში ეხმიანება. “გლობალური ომის პარტიას არ აჩერებდა სახელმწიფოების “ზომები” და მათი როლი მსოფლიო კონფიგურაციაში ” – წერს ექსპერტი და განმარტავს, რომ დიფ სთეითი საქართველოს არასასურველ ინვესტიციებსაც უბლოკავდა და გარკვეული გეოგრაფიული ლოკაციებისკენ სწრაფვასაც უშლიდა.

დავით ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ზეწოლა იყო ინდოეთზეც, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში.

ჩინეთისა და ინდოეთის პარტნიორული ურთიერთობების წინააღმდეგ მიმდინარეობდა ბრძოლა, რაც, მათ შორის, პირდაპირი ფრენების შეზღუდვით გამოიხატა. ექსპერტი წერს, რომ დიფ სთეითის დასუსტების ერთ-ერთი ნიშანი , 5 წლის შემდეგ, ინდოეთსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საუბარია. “როდესაც ვსაუბრობთ “დიფ სთეითის” ფართომასშტაბურ ჩარევებზე ქვეყნების უფლებაზე, აწარმოონ მისგან დამოუკიდებელი და სუვერენული პოლიტიკა – სწორედ ამას ვგულისხმობ.

“გლობალური ომის პარტიას” არ აჩერებდა სახელმწიფოების “ზომები” და მათი როლი მსოფლიო კონფიგურაციაში. საქართველოს უკრძალავდნენ გარკვეული გეოგრაფიული ლოკაციების მისამართით გახედვასაც კი, უბლოკავდნენ “არასასურველი” მიმართულებებიდან საინვესტიციო პროცესებს. წარმოიდგინეთ და ინდოეთზეც კი იყო მსგავსი ზეწოლა, სწორედ რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში – მიდიოდა დაუფარავი ბრძოლა ჩინეთ-ინდოეთის ურთიერთობების დაახლოების ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ, პირდაპირი რეისების განხორციელების აკრძალვის ჩათვლით. პირველად, უკანასკნელი ხუთი წლის შემდეგ, ეს დაბრკოლება, ეს ბლოკიც დაძლეული იქნა. სწორედ ეს არის “დიფ სთეიათის” დეკლარირებული დასუსტების კიდევ ერთი, მკაფიო მაგალითი. ეს ერთი და სხვა მრავალი…”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: ევროსაბჭოს ზოგიერთი წევრის გადაწყვეტილება, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, ეწინააღმდეგება თავად ევროპულ ღირებულებებსა და მიდგომებს
Next: შეხვედრებზე ღიად ვთქვი ჩემი პარტიის და იმ პარლამენტის სახელით, რომელსაც მე აქ წარმოვადგენ, რომ არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025