Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროსაბჭოს ზოგიერთი წევრის გადაწყვეტილება, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, ეწინააღმდეგება თავად ევროპულ ღირებულებებსა და მიდგომებს

მარშალ პრესი 28/01/2025
eka sepashvili

საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ევროსაბჭოს ზოგიერთი წევრის მიერ, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერების ინიციირებას ეხმიანება.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

„ზოგიერთი წევრის ეს გადაწყვეტილება, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, ეწინააღმდეგება თავად ევროპულ ღირებულებებსა და მიდგომებს. ვფიქრობ, რომ ერთადერთი რეალური და სწორი გადაწყვეტილებაა – ევროპის საბჭომ ცნოს საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა და უფლებამოსილება და საქართველოს დელეგაცია შეუდგეს მუშაობას ისე, როგორც ეკადრება ღირებულებებს, რასაც ეს საბჭო ეფუძნება,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა მედიასთან.

ცნობისთვის, სტრასბურგში, ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) იმართება. ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ოთხშაბათს იქნება მიღებული.

Post navigation

Previous: საქართველოში ნამდვილადაა კრიზისი, ოღონდ ლიბერალური დღის წესრიგის უკანასკნელი ამოსუნთქვაა. სოროსის ბოლო ბასტიონი, ექსტრემისტი უმცირესობა სულს ღაფავს
Next: სწორედ ეს არის “დიფ სთეითის” დეკლარირებული დასუსტების კიდევ ერთი, მკაფიო მაგალითი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.