Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციის ამერიკული ვოიაჟი მხოლოდ და მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმს მაგონებდა მეტს არაფერს

მარშალ პრესი 24/01/2025
nika gabelia

ხალხი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ტრამპს აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილიო, რომ ტრამპი არის პუტინის ერთ-ერთი მარიონეტი და წარმოუდგენელი იყო მათთვის, რომ ის მეორედ მობრუნდებოდა, ახლა ამერიკაში წავიდა და ამბობს, რომ ჩვენ ვესწრებით ტრამპის ინაუგურაციასო, ასე დაარქვეს, – განაცხადა „საზოგადოება ქართულის“ წევრმა, მსახიობმა ნიკოლოზ გაბელიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„სპორტის დარბაზში იჯდა ვაშაძე და იქიდან უყურებდა ინაუგურაციას ტელევიზორში, სახლში რომ ყოფილიყო ამით რამე დაშავდებოდა? – არა. ისევ საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, რომ ჩვენ ჩავედით იქ, გვეპატიჟებიანო. ძალიან ბევრი მსოფლიო ლიდერი არ ჩასულა იქ, ეს ჩვეულებრივი ამბავია ხდება ხოლმე იმიტომ, რომ ადამიანებს თავიანთ ქვეყანაში ძალიან ბევრი საქმე აქვთ და არ მიდიან იმის გამო, რომ რაღაც პლუსები დაიწერონ.

ამათი ამერიკული ვოიაჟი მხოლოდ და მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმს მაგონებდა მეტს არაფერს. რასაც ტრამპი ამბობს და რა მესიჯებითაც მოვიდა ხელისუფლებაში, იმ მესიჯების საპირწონედ პირიქით ამბობდა ყველაფერს ეს ჩვენი ოპოზიცია. ჩვენი მესიჯები იყო ოჯახური სიწმინდე, ტრადიცია, და ა.შ., ამათთვის ეს არის მეორე, მესამე, მეათე ხარისხოვანი, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ ტრამპი იმარჯვებდა, იმწუთშივე გახდნენ რაღაც სხვანაირები. ეს სხვანაირი ყოფნა არ იციან როგორია, რადგან პატრიოტობა და ქვეყნის სიყვარული არ იციან რა არის, არ იციან ოჯახის სიწმინდე რა არის, რადგან თავიანთ შვილებს არ ზრდიან ქართველებად“, – აღნიშნა ნიკოლოზ გაბელიამ.

Post navigation

Previous: შანტაჟს რომ არ დაექვემდებაროს და ყოველ ჯერზე რომ არ ანჯღრიონ ეს ქვეყანა, როდესაც მზად იქნება ევროკავშირი რომ მოლაპარაკებები გახსნას, იმ წუთასვე მოვაწერთ ხელს
Next: რაც მოხდა საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.