Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შანტაჟს რომ არ დაექვემდებაროს და ყოველ ჯერზე რომ არ ანჯღრიონ ეს ქვეყანა, როდესაც მზად იქნება ევროკავშირი რომ მოლაპარაკებები გახსნას, იმ წუთასვე მოვაწერთ ხელს

მარშალ პრესი 23/01/2025
irakli zarkua

შანტაჟს რომ არ დაექვემდებაროს და ყოველ ჯერზე რომ არ ანჯღრიონ ეს ქვეყანა, როდესაც მზად იქნება ევროკავშირი რომ მოლაპარაკებები გახსნას, იმ წუთასვე მოვაწერთ ხელს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა, რას უპასუხებს საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც დღეს აქციებზე დგას და არ არის პოლიტიკურად აფილირებული, ამბობენ იმას, რომ ისინი იბრძვიან ევროინტეგრაციისთვის და რომ ხელისუფლებამ ეს პროცესი გააჩერა და და საქართველომ ევროპული გზიდან გადაუხვია.

„ეს ჩვენი ჩავარდნაა, ჩვენი გამოწვევა, რომ ახალგაზრდებს უკეთესად ვერ ავუხსენით. [ევროინტეგრაცია] არ გაგვიჩერებია. ყველა ეტაპი გავიარეთ ღირსეულად – ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ბოლოს [კანდიდატის] სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ჩანერგილები და ლობისტური კომპანიების მიერ დაქირავებულები გვამუნათებდნენ. ჩვენ შანტაჟს არ დავექვემდებარებით. როგორც კი ევროკავშირი იქნება მზად რომ გახსნას მოლაპარაკება, მაშინვე ხელს მოვაწერთ და გავაგრძელებთ [ევროინტეგრაციას]. ჩვენ გავაჩერეთ ეს პროცესი, ჩვენი ინიციატივაა უბრალოდ, თორემ პროცესი გრძელდება, რეფორმებიც, რადგან თავად თქვეს, რომ 2030-მდე ევროკავშირის გაფართოება არ იგეგმება. ამიტომ ვთქვით, რომ შანტაჟს რომ არ დაექვემდებაროს და ყოველ ჯერზე რომ არ ანჯღრიონ ეს ქვეყანა, როდესაც მზად იქნება ევროკავშირი რომ მოლაპარაკებები გახსნას, იმ წუთასვე მოვაწერთ ხელს. ახალგაზრდებს მივმართავ, ნუ შეხვალთ შეცდომაში, ნუ გამოაყენებინებთ თავს“, – აღნიშნა ზარქუამ.

Continue Reading

Previous: როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს
Next: ოპოზიციის ამერიკული ვოიაჟი მხოლოდ და მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმს მაგონებდა მეტს არაფერს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025