Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარადგენს მოხსენებას „მიმდინარე გლობალური მიგრაცია და ტექნოლოგიური გამოწვევები: უპირატესობა თუ საფრთხე ევროკავშირის სოციალური უზრუნველყოფისათვის”

მარშალ პრესი 23/01/2025
eka sepashvili

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი ეკა სეფაშვილი მონაწილეობას მიიღებს მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმში: „ტექნოლოგია და საზოგადოება: სიკეთე თუ განსაცდელი?”, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 23-24 იანვარს ინსუბრიის უნივერსიტეტში, იტალიაში. ამის შესახებ იუწყება უნივერსიტეტის პოსტი მედია-პლატფორმა X-ზე.

სიმპოზიუმზე ეკა სეფაშვილი წარადგენს მოხსენებას თემაზე „მიმდინარე გლობალური მიგრაცია და ტექნოლოგიური გამოწვევები: უპირატესობა თუ საფრთხე ევროკავშირის სოციალური უზრუნველყოფისათვის”. მოგვიანებით მისი მოხსენება გამოქვეყნდება ონლაინ კონფერენციის შრომებში და ბიზნეს სისტემების სერიული წიგნის სპეციალურ გამოცემაში.

შეგახსენებთ, რომ ეკა სეფაშვილი 2018 წლიდან არის B.S.LAB (Business System Laboratory) – ის სამეცნიერო საბჭოს წევრი. იტალიაში ბაზირებული ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ბიზნესისა და სოციალურ სფეროებში კვლევებისა და სწავლების ხელშეწყობას ემსახურება.

Post navigation

Previous: ვისი დაკვეთით ხდება Julius Baer-ის ქმედებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის დროებითი დაბლოკვა?!- ცალსახად პოლიტიკური დავალებაა ბიძინა ივანიშვილს ხელოვნურად შეუქმნან პრობლემები
Next: Julius Baer-ის მავნებლობის საკითხზე შვეიცარიის მედიის კოორდინირებულმა ბლოკადამ, ალბათ, საზოგადოებას Credit Suisse-ის საქმე გაახსენა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.